უინსტონ ჩერჩილი
From Wikipedia, the free encyclopedia
უინსტონ ჩერჩილი (ინგლ. Winston Churchill), სრული სახელი - სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (ინგლ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill, დ. 30 ნოემბერი 1874 — გ. 24 იანვარი 1965) — ბრიტანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, სამხედრო, ორატორი და მწერალი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის დროს 1940—1945 წლებში და მეორედ - 1951—1955 წლებში. „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
სერ უინსტონ ჩერჩილი Sir Winston Churchill | |
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ოქტომბერი, 1951 – 7 აპრილი, 1955 | |
მონარქი | ჯორჯ VI ელისაბედ II |
წინამორბედი | კლემენტ ეტლი |
მემკვიდრე | ენტონი იდენი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მაისი, 1940 – 27 ივლისი, 1945 | |
მონარქი | ჯორჯ VI |
წინამორბედი | ნევილ ჩემბერლენი |
მემკვიდრე | კლემენტ ეტლი |
ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 ნოემბერი, 1924 – 4 ივნისი, 1929 | |
პრემიერ-მინისტრი | სტენლი ბოლდვინი |
შინაგან საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 თებერვალი, 1910 – 24 ოქტომბერი, 1911 | |
პრემიერ-მინისტრი | ჰერბერტ ჰენრი ასკვიტი |
დაბადებული | 30 ნოემბერი, 1874 ბლენჰეიმი, ოქსფორდშირი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
გარდაცვლილი | 24 იანვარი, 1965 (90 წლის) კენსინგტონი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
ეროვნება | ინგლისელი |
პოლიტიკური პარტია | კონსერვატიული (1900–1904, 1924–1964) ლიბერალური (1904–1924) |
მამა | ლორდი რენდოლფ ჩერჩილი |
დედა | ჯენი სპენსერ-ჩერჩილი |
მეუღლე | კლემენტინა ჩერჩილი |
შვილები | დიანა, რენდოლფი, სარა, მერიგოლდი და მერი |
განათლება | ჰეროუს სკოლა, სამეფო სამხედრო კოლეჯი |
უინსტონ ჩერჩილი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში შევიდა, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებული დედოფალ ვიქტორიადან, დამთავრებული ელისაბედ მეორეთი. მონაწილეობდა ანგლო-სუდანის ომში. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი.