![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/Liberal_Party_logo_%2528pre1988%2529.png/640px-Liberal_Party_logo_%2528pre1988%2529.png&w=640&q=50)
ლიბერალური პარტია (გაერთიანებული სამეფო)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბერალური პარტია (ინგლ. The Liberal Party) — ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა იყო დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნედან XX საუკუნის 20-იან წლებამდე და მესამე პარტია გავლენიანობით 1988 წლამდე, როდესაც ის სოციალ-დემოკრატებს შეუერთდა და ლიბერალურ დემოკრატების პარტიად იქცა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/Liberal_Party_logo_%28pre1988%29.png/320px-Liberal_Party_logo_%28pre1988%29.png)
პარტია ითვლება ვიგების პარტიის ჩამომავლად, თვით სახელწოდება „ლიბერალური პარტია“ 1859 წელს მიიღო, როდესაც ის ფაქტობრივად წარმოადგენდა ლორდთა პალატის ვიგებისა და თემთა პალატის რადიკალების კოალიციას.