From Wikipedia, the free encyclopedia
მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II, ელისაბედ ალექსანდრა მერი უინძორი (ინგლ. Her Majesty Queen Elizabeth II, Elizabeth Alexandra Mary Windsor; დ. 21 აპრილი, 1926, ლონდონი — გ. 8 სექტემბერი, 2022, ბალმორალის მამული[1]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური 2022 წლამდე(მის გარდაცვალებამდე). ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ელისაბედ II ასევე იყო თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა), ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.
დედოფალი ელისაბედ II | |
---|---|
Queen Elizabeth II | |
დედოფალი 2015 წლის მარტში | |
გაერთიანებული სამეფოსა და ერთა თანამეგობრობის სხვა წევრების დედოფალი | |
კორონაცია: | 2 ივნისი, 1953 |
მმართ. დასაწყისი: | 6 თებერვალი, 1952 |
მმართ. დასასრული: | 8 სექტემბერი, 2022 |
წინამორბედი: | ჯორჯ VI |
მემკვიდრე: | ჩარლზ III |
სხვა წოდებები: | მისი უდიდებულესობა დედოფალი, ერთა თანამეგობრობის ლიდერი, ქვეყნის მთავარსარდალი, ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის წინამძღლოლი, ლანკასტერის ჰერცოგი, ედინბურგის ჰერცოგინია (1947-1952), კუნძულ მენის ლორდი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 აპრილი, 1926 |
დაბ. ადგილი: | ლონდონი |
გარდ. თარიღი: | 8 სექტემბერი, 2022 (96 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბალმორალის სასახლე, შოტლანდია |
მეუღლე: |
პრინცი ფილიპი (ქ. 1947 - გარდ. 2021) |
შვილები: |
ჩარლზ III ანა, სამეფო პრინცესა ენდრიუ, იორკის ჰერცოგი ედუარდი, უესექსის ერლი |
დინასტია: | უინძორები |
მამა: | ჯორჯ VI |
დედა: | ელისაბედ ბოუზ-ლაიონი |
რელიგია: | ანგლიკანიზმი |
ელისაბედი დაიბადა 1926 წლის 6 თებერვალი, იორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი მეუღლის, ელისაბედის ოჯახში. განთლება მიიღო სასახლეში. მამამისი ტახტზე ავიდა 1937 წელს, ხოლო მისი მემკვიდრე სწორედ ელისაბედი იყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და ჰყავდა ოთხი შვილი: ჩარლზი, ანა, ენდრიუ და ედუარდი.
ელისაბედი 1926 წელს დაიბადა. იგი მოინათლა ბაკინგემის სასახლეში და იორკის არქიეპისკოპოსმა უწოდა მას დედის სახელი. თავდაპირველად, ელისაბედს უჭირდა საკუთარი სახელის წარმოთქმა და საკუთარ თავს ლილიბეთს ეძახდა, სწორედ ამიტომ შეარქვა მას მამამისმა ეს ზედმეტსახელი.[2] ელისაბედმა განათლება სასახლეში თავის უმცროს და მარგარეტთან ერთად მიიღო.
ელისაბედი თავდაპირველად არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. მისი ბიძა, უელსის პრინცი ედუარდი ახალგაზრდა იყო და სწორედ მას ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ ჯორჯ V-ის გარდაცვალების შემდეგ ედუარდმა უარი თქვა ტახტზე და იგი ელისაბედის მამა ჯორჯ VI-მ დაიკავა, ხოლო ელისაბედი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ელისაბედი შოტლანდიაში იმყოფებოდა, მაგრამ ლონდონში დაბრუნდა. როცა შეტევა ლონდონზე მიიტანეს, მეფემ და მისმა ოჯახმა უარი განაცხადა, რომ კანადაში გამგზავრებულიყო.
1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად. მან განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა ომი კარგად დამთავრებულიყო.
ელისაბედი მართლაც ყველაფერს აკეთებდა. იგი ცდილობდა ხალხის გამხნევებას, ის უარს არ ამბობდა ემუშავა მუშად და მექანიკოსადაც კი. ის, რომ პრინცესაც ჩართული იყო საქმის მოგვარებაში, ხალხს მეტი სტიმული ეძლეოდა. 1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, ელისაბედი ლონდონელებთან ერთად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვებას.
ელისაბედი დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა თავის მომავალ მეუღლეს. მათი სიყვარული მაშინ დაიწყო, როცა ისინი მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ელისაბედი სულ რაღაც 13 წლის იყო. ფილიპმა და ელისაბედმა ერთმანეთთან მიწერ-მოწერა დაიწყეს. 1947 წლის 20 ნოემბერს ფილიპი და ელისაბედი დაქორწინდნენ.
1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ VI გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
ვიქტორია მ. 1837-1901 | ||||||||||||||||
ედუარდ VII მ. 1901-1910 | ||||||||||||||||
ალბერტი, პრინცი კონსორტი | ||||||||||||||||
ჯორჯ V მ. 1910-1936 | ||||||||||||||||
დედოფალი ალექსანდრა | ||||||||||||||||
ჯორჯ VI მ. 1936-1952 | ||||||||||||||||
დედოფალი მერი | ||||||||||||||||
ელისაბედ II მ. 1952-2022 | ||||||||||||||||
დედოფალი ელისაბედი | ||||||||||||||||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.