From Wikipedia, the free encyclopedia
უბორტი (რუს. Уборть, უკრ. Уборть, ბელარ. Убарць, უბარცი) — მდინარე ჟიტომირის ოლქსა (უკრაინა) და გომელის ოლქში (ბელარუსი). ის მდინარე პრიპიატის მარჯვენა შენაკადია, რომელიც, თავის მხრივ, დნეპრში ჩაედინება.[1] მდინარის სიგრძე 292 კილომეტრია, ხოლო მისი აუზის ფართობი 5 820 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.[2]
უბორტი რუს. Уборть, უკრ. Уборть, ბელარ. Убарць | |
---|---|
მდინარე უბორტი იემილჩინეში, უკრაინა | |
სხვა სახელი | უბარცი |
ქვეყანა |
უკრაინა ბელარუსი |
სათავე | 50°42′36″ ჩ. გ. 27°53′56″ ა. გ. |
შესართავი | 52°06′05″ ჩ. გ. 28°27′56″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | პრიპიატი |
სიგრძე | 292 კმ |
აუზის ფართობი | 5 820 კმ² |
უბორტი ვიკისაწყობში |
მდინარის ძირითად საზრდოს (~ 70%) გამდნარი თოვლი წარმოადგენს და ძირითადად, გაზაფხულის მიწურულს იმატებს მისი სიმაღლე. ჩვეულებრივ, მარტის შუა რიცხვებიდან მაისის დასაწყისამდე და ზაფხულის თვეებში უბორტი ადიდებული არაა. ნოემბერის შუა რიცხვებიდან იანვრის მიწურულამდე მდინარე ხშირად იყინება, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის დასაწყისამდე დნება.
მდინარე უბორტი სათავეს იღებს ჟიტომირის ოლქში მდებარე სოფლის, ანდრეიევიჩის მიმდებარედ, მის სამხრეთით მდებარე მთებში.[3] მდინარე წარმოიქმნება ზღვის დონიდან 207 მეტრის სიმაღლეზე, წყლის მცირე ნაკადებით. პირველი ნაკადი სიმონის მთებიდან გამოედინება (222 მეტრი), ხოლო მეორე მარინივკას მთების ჩრდილო-აღმოსავლეთით (225 მეტრი). მდინარე გაედინება იემილჩინესა და ოლევსკის ჩრდილოეთით, მოგვიანებით კი ბოროვოიეს (Баравое)[4] მახლობლად უკრაინისა და ბელარუსის საზღვარს კვეთს და ბელარუსში გადადის. საზღვრის გადაკვეთიდან ის ლელჩიცისა და მოისეიევიჩის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით გაედინება და პიეტრიკავში მდინარე პრიპიატს უერთდება. მდინარის შესართავი ზღვის დონიდან 120 მეტრზე მდებარეობს.
უბორტის ძირითადი შენაკადებია:[5] 67 კილომეტრის სიგრძის პერგა (Перга), რომელიც მდინარეს 51°24′00″ ჩ. გ. 027°52′57″ ა. გ.-ის შესაბამის ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე უერთდება, ხოლო მეორე შენაკადია სვიდოვეცი (Свидовець), რომელიც უბორტს ბელარუსის ტერიტორიაზე კოორდინატების: 51°42′55″ ჩ. გ. 028°17′28″ ა. გ. შესაბამის ადგილზე უერთდება.[6] სხვა შენაკადებს შორისაა: რუდნიცა, პპლოტნიცა, ლოხნიცა, გურისტაია (მარჯვენა) და ნერასნა, ლიტოშა, ვიგოშა და კოროსტინკა (მარცხენა).
მდინარის ვარდნა, მთელი თავისი სიგრძის, 292 კილომეტრის განმავლობაში, მხოლოდ 87 მეტრს შეადგენს. ამის შედეგად უბორტი მეანდრის ტიპის მდინარეა, რომლისთვისაც ხშირია ჭაობიანი ადგილები. მდინარის მთლიანი აუზის ფართობია 5 820 კვადრატული კილომეტრი. მდინარის წყლის საშუალო ხარჯი მდინარის შესართავთან არის 24.4 კუბური მეტრი წამში.
მდინარე გამოიყენება თევზჭერისთვის. აქ მოიპოვებენ: ქორჭილას, ჩვეულებრივ ნაფოტას, ჩვეულებრივ ციმორს. მდინარეში ასევე ბინადრობს უკრაინული სალამურა, სალამურების ოჯახის წარმომადგენელი თევზი.
ლათინურ ენაში მდინარის სახელწოდება გვხვდება როგორც ჰუბორტი (Hubort), რომლის პირველი შემორჩენილი ნიმუში 1412 წლით თარიღდება. XVII და XVIII საუკუნეების ზოგიერთ რუკაზე მდინარე აღნიშნულია როგორც Олевская (ოლევსკაია) ან ოლევსკო (პოლ. Olewsko), როგორც დასახლებული პუნქტი ოლევსკი. სახელწოდება უბორტის წარმოშობა სადავოა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია დაფების გამოყენებასთან (უბორტ), რის მეშვეობითაც ხის ფუტკრებისთვის ხელოვნურ საცხოვრებელ გარემოს ჰქმნიდნენ.[7] ასე ფიქრობდა პოლონელი კაზიმეჟ მოშინსკიც, რომელიც ამბობდა, რომ ტერმინს სლავური ფესვები აქვს და ხეებზე თაფლის მოპოვებასთანაა დაკავშირებული. ბელარუსი მკვლევარი, ჟუჩკევიჩი მიიჩნევდა, რომ მდინარის სახელწოდება სლავური ტერმინიდან მოდის, რაც „მომზადებას“, „დასუფთავებას“ ნიშნავს. ის ასევე ამბობდა, რომ ეს ტერმინი დაკავშირებულია იმ ფაქტთან,რომ მდინარის მიმდებარედ ღორები სახლობდნენ.
1941 წლის ივლისში 30-დან 40-მდე ებრაელი გადაიყვანეს მდინარე უბორტზე, სადაც მათი უმეტესობა დაამცირეს და აწამეს. ებრაელების უმეტესობა პოგრომში მოკლეს.[8]
მდინარე ძლიერ დაბინძურდა ჩერნობილის კატასტროფის დროს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.