უაგადუგუ
From Wikipedia, the free encyclopedia
უაგადუგუ (ფრანგ. Ouagadougou) — ბურკინა-ფასოს დედაქალაქი. გაშენებულია პლატოზე წითელი და თეთრი ვოლტის შუამდინარეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 305 მეტრ სიმაღლეზე. იგი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული ცენტრია.
დედაქალაქი | |
---|---|
უაგადუგუ ფრანგ. Ouagadougou | |
ქვეყანა | ბურკინა-ფასო |
რეგიონი (ბურკინა-ფასო)|ბურკინა-ფასოს რეგიონები|რეგიონი | ცენტრალური |
კოორდინატები | 12°21′26″ ჩ. გ. 1°32′07″ დ. გ. |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ფართობი | 219,3 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 305 მ |
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა |
მოსახლეობა | 1 181 702 კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 5388,52 კაცი/კმ² |
აგლომერაცია | 1 523 980 |
სასაათო სარტყელი | UTC+0 |
სატელეფონო კოდი | +226 50 |
ოფიციალური საიტი | mairie-ouaga.bf |
2006 წლის მონაცემებით მოსახლეობა 1 181 702 ადამიანს შეადგენს,[1] რის გამოც უაგადუგუ ქვეყნის ყველაზე დასახლებული ქალაქია. ხშირად ხმარობენ ქალაქის შემოკლებულ დასახელებას - „უაგას“.
ქალაქში მდებარეობს საკვებისა და საფეიქრო მრეწველობის დაწესებულებები. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი და რკინიგზა. კულტურული ცხოვრება წარმოჩენილია კინოთეატრებით, ღამის კლუბებით, ფრანგული და ამერიკული კულტურული ცენტრებით. ადრე უაგადუგუში მდებარეობდა დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი, რომელიც 2003 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ დაიხურა. ქალაქის ღირსშესანიშნაობებია: ბურკინა-ფასოს ეროვნული მუზეუმი, მორო-ნაბას სასახლე, მუსიკის ეროვნული მუზეუმი და ტრადიციული ხელსაქმეობის ნამუშევრებით მოვაჭრე რამდენიმე დაწესებულება.