თეთრი ვოლტა
From Wikipedia, the free encyclopedia
თეთრი ვოლტა (ფრანგ. Volta Blanche) — მდინარე დასავლეთ აფრიკაში, ბურკინა-ფასოში და განაში. მდინარე ვოლტის ზემო წელი. სიგრძე დაახლოებით 640 კმ, აუზის ფართობი — 400 000 კმ². სათავე მდებარეობს ბურკინა-ფასოში. განის ტერიტორიიდან ერთვის ვოლტის წყალსაცავს. ძირითადი შენაკადებია: შავი ვოლტა და წითელი ვოლტა. მდინარე ცნობილია აგრეთვე ნაკანბეს სახელწოდებით. შავი და თეთრი ვოლტის შუამდინარეთში მდებარეობს ქალაქი უაგადუგუ.
სწრაფი ფაქტები თეთრი ვოლტა ფრანგ. Volta Blanche, ქვეყანა ...
თეთრი ვოლტა ფრანგ. Volta Blanche | |
---|---|
ქვეყანა |
ბურკინა-ფასო განა |
სათავე | 13°57′06″ ჩ. გ. 2°04′34″ დ. გ. |
შესართავი |
ვოლტის წყალსაცავი 8°38′55″ ჩ. გ. 0°58′57″ დ. გ. |
სიგრძე | 640 კმ |
აუზის ფართობი | 400 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
თეთრი ვოლტა ვიკისაწყობში |
დახურვა