ტურკინო
From Wikipedia, the free encyclopedia
ტურკინოს პიკი (ესპ. Pico Turquino) — კუბის რესპუბლიკის უმაღლესი წერტილი. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სიერა-მაესტრის ქედზე. სიმაღლე 1974 მ. სავარაუდოდ მთის სახელწოდება წარმოსდგება სიტყვა ფირუზისაგან (ესპ. turqui). განსაზღვრული ადგილიდან მთას დაჰკრავს ლურჯი ელფერი, რაც სავარაუდოდ ხსნის სიტყვის მნიშვნელობას.[1] ტურკინო რუკაზე პირველად დაიტანა ხერარდო კრამერმა XVIII საუკუნის ბოლოს.
სწრაფი ფაქტები ტურკინო ...
ტურკინო | |
---|---|
ტურკინო | |
კოორდინატები: 19°59′22″ ჩ. გ. 76°50′09″ დ. გ. | |
ქვეყანა | კუბა |
სიმაღლე | 1974 მ |
ქედი | სიერა-მაესტრა |
დახურვა
მთის პიკზე დაიდგა ხილმა მადერას მიერ შექმნილი ხოსე მარტის ბიუსტი. მთის ირგვლივ განლაგებულია ტურკინოს ეროვნული პარკი, რომელსაც უკავია 229.38 კმ² ტერიტორია.[2] მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. ფერდობებზე იზრდება ნახევრადმარადმწვანე და მარადმწვანე ტყეები. ყველაზე მაღალ ადგილებში ფიჭვის ტყეებია.