ტურკინოს ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტურკინოს ეროვნული პარკი (Turquino National Park) — ეროვნული პარკი კუბაში. მდებარეობს სიერა-მაესტრას მთების კალთებზე, სანტიაგო-დე-კუბის პროვინციაში, ქალაქ გუამიდან დასავლეთით 50 კილომეტრში. ეროვნული პარკის საერთო ფართობია 229.38 კმ².[1] სახელწოდება წარმოსდგება კუბის უმაღლესი მწვერვალის — მთა ტურკინოს სახელწოდებიდან, რომელიც პარკის ტერიტორიაზეა აღმართული. ეროვნული პარკი შეიქმნა 1980 წლის 8 იანვარს.[2] ტურკინოს მთის გარდა პარკის ტერიტორიაზე აღმართულია მთები: პიკო-კუბა, პიკო-რეალი, პიკო-სუეცია, რომელთა ხარჯზე დაცული ტერიტორია აღწევს კუბის სამხრეთ სანაპირომდე.
სწრაფი ფაქტები ტურკინოს ეროვნული პარკი Parque Nacional Turquino ...
ტურკინოს ეროვნული პარკი
Parque Nacional Turquino | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
| |
მდებარეობა | სანტიაგო-დე-კუბა |
ქვეყანა | ![]() |
კოორდინატები | 19°59′22″ ჩ. გ. 76°50′09″ დ. გ. |
ფართობი | 229.38 კმ² |
დაარსდა | 1980 |
დახურვა