ტურიზმი გუჯარათში
From Wikipedia, the free encyclopedia
ტურიზმი გუჯარათში — გუჯარათი ინდოეთის სიდიდით მე-6 შტატია, მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სანაპირო ზოლის სიგრძე 1600 კვ.მ. ეს არის მე -9 ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონი ქვეყანაში, რომელსაც 2018 წელს 54,4 მილიონი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტი ეწვია [1]
გუჯარათი ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც შეიძლება IUCN-ის წითელ ნუსხაში შეტანილი აზიური ლომების ნახვა.[2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e9/Asiatic_Lions_of_Gir.jpg/640px-Asiatic_Lions_of_Gir.jpg)
სულთნების მმართველობის პერიოდში ინდური თემატიკა შერეული იქნა ისლამურ ტრადიციებთან რამაც წარმოშვა ინდო-სარაცინული სტილი არქიტექტურაში. შტატში მრავალი სტრუქტურა აგებულია ამ მეთოდით.
გუჯარათის შტატში დაიბადნენ ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გამოჩენილი პიროვნებები: შრიმად რაჯჩანდრას, მაჰათმა განდი და ვალაბჰაი პეტელი. ბოლო წლების განმავლობაში ერთიანობის ქანდაკება, რომელიც ყველაზე მაღალი ქანდაკებაა მსოფლიოში, გახდა მთავარი ტურისტული ადგილი გუჯარათში.
ამიტაბჰ ბაჩანი ამჟამად გუჯარათის ტურიზმის ბრენდის ელჩია. ცნობილი პიროვნების კამპანიამ "Khushboo Gujarat Ki" შტატში ტურიზმის შემოსავალი 14%-ით გაზარდა.
აჰმედაბადი, თავისი ცენტრალური მდებარეობით და საერთაშორისო აეროპორტით, ითვლება იდეალურ ცენტრად.