From Wikipedia, the free encyclopedia
ტაილანდი იყოფა 77 პრივინციად (ტაი. จังหวัด; ქართ. ჩანგვათ), ტაილანდის დედაქალაქის ჩათვლით, რომელიც 1972 - 2013 წლებში იყო მუნიციპალიტეტი.[1]
შემდეგ, ყოველი პროვინცია იყოფა რაიონებად — 2011 წლის მონაცემებით 878 რაიონია (ტაი. อำเภอ; ქართ. ამფჰოე) და ასევე 50 დედაქალაქ ბანგკოკის რაიონი.[2] ყოველ პროვინციაში არის ერთი ცენტრალური რაიონი (ტაი. อำเภอเมือง; ქართ. ამფჰოე მუეანგ). გამონაკლისია პროვინცია აიუთთჰაია, სადაც პროვინციას და ცენტრალურ რაიონს ერთად ჰქვია „Phra Nakhon Si Ayutthaya“. 2007 წლამდე არსებობდა 81 მცირე რაიონი (ტაი. กิ่งอำเภอ; ქართ. კინგ ამფჰოე), რომელიც შემდეგ გადაკეთდა ჩვეულებრივ რაიონად.
ბანგკოკში ქალაქის რაიონებს ეწოდება — „ქჰეთ“-ი (ტაი. เขต), რომლებიც შემდეგში იყოფებიან „ქვენგ“-ებად (ტაი. แขวง). თითქმის ზუსტად ასე იყოფებიან რაიონები („თამბონ“-ებად) სხვა პროვინციებშიც.
თამბონ (ტაი. ตำบล) შემდეგ იყოფა „მუბან“-ებად (ტაი. หมู่บ้าน), ანუ სოფლებად.[3]
ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული დაყოფის გარდა ტაილანდში დასახლებული პუნქტები კიდევ იყოფებიან დიდ და საშუალო ქალაქებად, დასახლებებად და სოფლებად, რომლებსაც აქვთ მინიჭებული გარკვეული ფუნქციები რაიონების და მუნიციპალიტეტების.
საქალაქო (მუნიციპალური) (ტაი. เทศบาล; ქართ. თხეთსაბან) ადმინისტრაციული დაყოფის სამი დონე:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.