ჩრდილოეთი ტაილანდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთი ტაილანდი (ტაი. ภาคเหนือ) — რეგიონი ტაილანდის ჩრდილოეთში, ესაზღვრება მიანმარს და ლაოსს.[1]


გეოგრაფია
ჩრდილოეთ ტაილანდის ბუნება ძირითადად წარმოდგენილია ტყიანი მთებით, რომელიც არის ჰიმალაის დასაწყისი და ნაყოფიერი მდინარეების ხეობებით.[2] საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან არის 1500 მ, ყველაზე მაღალი წერტილი - დოიინტანონი (ტაი. ดอยอินทนนท์) (2565 მ). ძველად, მთის ფერდობები დაფარული იყო ხშირი ტყეებით. ჩრდილოეთ ტაილანდი - არის რეგიონი, სადაც ჯერ კიდევ მუშაობენ ტყეში სპილოები.[3]
კლიმატი
დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, დღისით ტემპერატურა მერყეობს 20°C-დან 28°C-მდე, ხოლო ღამით მთებში შეუძლია დაეცეს 0°C-მდე. ამ დროს, დილით, პროვინცია ჩიანგმაიში ჰაერის ტემპერატურა 10°C-მდე, როდესაც რეგიონის სხვა პროვინციებში ჰაერის ტემპერატურა 20°C-ზე მეტია.
ცხელი სეზონი გრძელდება აპრილიდან მაისამდე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა თბება 30°C-მდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მოკლევადიანი ძლიერი გადაუღებელი წვიმები, რომელსაც ეწოდება მანგოს წვიმები, რადგან წვიმა მანგოს სიმწიფის პერიოდს ემთხვევა. მანგოს წვიმები ჩრდილოეთით შეიძლება დაიწყოს ადრეც (ზოგჯერ თებერვალშიც), ხოლო სამხრეთით - მოგვიანებით.
ივნისიდან ოქტომბრამდე, წვიმიანი სეზონი იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, ტემპერატურა მერყეობს 23-33°C ფარგლებში.[5]
ადმინისტრაციული დაყოფა
ჩრდილოეთ ტაილანდის რეგიონში შედის 9 პროვინცია.
№ | გერბი | პროვინცია | ადმინისტრაციული ცენტრი | ISO | მოსახლეობა, კაცი. (2010) |
ფართობი, კმ² |
სიმჭიდროვე, კაცი/კმ² |
სურათი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ![]() |
ჩიანგმაი (ชียงใหม่) |
ჩიანგმაი | TH-50 | 1 708 564 | 20 107,0 | 84,97 | ![]() |
2 | ![]() |
ლამფუნი (ลำพูน) |
ლამფუნი | TH-51 | 406 178 | 4 508,9 | 90,08 | ![]() |
3 | ![]() |
ლამპანგი (ลำปาง) |
ლამპანგი | TH-52 | 731 710 | 12 534,0 | 58,38 | ![]() |
4 | ![]() |
უტარადიტი (อุตรดิตถ์) |
უტარადიტი | TH-53 | 427 917 | 7 838,6 | 54,59 | ![]() |
5 | ![]() |
ფრე (แพร่) |
ფრე | TH-54 | 417 689 | 6 538,6 | 63,88 | ![]() |
6 | ![]() |
ნანი (น่าน) |
ნანი | TH-55 | 443 484 | 11 472,1 | 38,66 | ![]() |
7 | ![]() |
ფაიაუ (พะเยา) |
ფაიაუ | TH-56 | 407 822 | 6 335,1 | 64,38 | ![]() |
8 | ![]() |
ჩიანგრაი (เชียงราย) |
ჩიანგრაი | TH-57 | 1 157 302 | 11 678,4 | 99,10 | ![]() |
9 | ![]() |
მეჰონგსონი (แม่ฮ่องสอน) |
მეჰონგსონი | TH-58 | 193 005 | 12 681,3 | 15,22 | ![]() |
გალერეა
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.