From Wikipedia, the free encyclopedia
სენ-დენი (არაოფიციალურად: ფრანგ. Saint-Denis de la Réunion) — ქალაქი, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ რეიუნიონის ადმინისტრაციული ცენტრი, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი. 2005 წელს სენ-დენიში ცხოვრობდა 133,7 ათასი ადამიანი, 2010 წელს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა — 137 165 ადამიანს,[1] ხოლო 2012 წლის აღწერით 145 238 ადამიანს[2] მდებარეობს კუნძულ რეიუნიონზე ინდოეთის ოკეანეში.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სენ-დენი ფრანგ. Saint-Denis | |||
| |||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||
საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი | რეიუნიონი | ||
ოლქი | სენ-დენი | ||
კოორდინატები | 20°53′00″ ს. გ. 55°27′00″ ა. გ. | ||
ქალაქის მერი | ჟილბერ ანეტი | ||
დაარსდა | 1669 | ||
ფართობი | 142,79 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 0–2276 მ | ||
მოსახლეობა | 145 238 კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 1017,14 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
საფოსტო ინდექსი | 97400 | ||
ოფიციალური საიტი | ville-saintdenis-reunion.fr | ||
ქალაქში კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა, წლის განმავლობაში ტემპერატურის საკმაოდ მცირე ცვალებადობით. წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 19 °С-ს, ნალექების წლიური დონეა – 5109 მმ. ყველაზე უფრო ხშირად წვიმიანი თვეებია – იანვარი და მარტი (ნალექების რაოდენობა 527 მმ), ყველაზე უფრო ნაკლებად წვიმიანი თვეებია – სექტემბერი და ნოემბერი (330 მმ). ყველაზე უფრო მაღალი დაფიქსირებული ტემპერატურაა: 30 °С, ყველაზე უფრო დაბალი: 8 °С.
სენ-დენი დააარსა ეტიენ რენიომ 1669 წელს კუნძულის ჩრდილოეთში, ხოლო 1738 წელს გახდა კოლონია რეიუნიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
წელი | 1974 | 1982 | 1990 | 1999 | 2012 |
მოსახლეობა | 103 512[3] | 109 072[3] | 121 999[3] | 132 338[3] | 137 687[3](სავარაუდო) |
სენ-დენის ემსახურება როლან გაროსის სახელობის (ფრ. Aéroport de la Réunion Roland Garros) აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ქალაქიდან 8 კმ-ით აღმოსავლეთით. აქ მდებარეობს ავიაკომპანია Air Austral-ის შტაბ-ბინა. სრულდება რეისები პარიზში (ორლი), ანტანანარივუში, ბორდოში, ლიონში, ბანგკოკში, მორონიში, ნანტში, სიდნეიში, იოჰანესბურგში და ზოგიერთ სხვა ქალაქებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.