![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b1/Bundesarchiv_Bild_183-76052-0335%252C_Schacholympiade%252C_Tal_%2528UdSSR%2529_gegen_Fischer_%2528USA%2529.jpg/640px-Bundesarchiv_Bild_183-76052-0335%252C_Schacholympiade%252C_Tal_%2528UdSSR%2529_gegen_Fischer_%2528USA%2529.jpg&w=640&q=50)
საჭადრაკო ოლიმპიადა 1960
From Wikipedia, the free encyclopedia
16 ოქტომბერი - 9 დეკემბერი 1960 ლაიფციგი, გერმანია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1960}} |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b1/Bundesarchiv_Bild_183-76052-0335%2C_Schacholympiade%2C_Tal_%28UdSSR%29_gegen_Fischer_%28USA%29.jpg/640px-Bundesarchiv_Bild_183-76052-0335%2C_Schacholympiade%2C_Tal_%28UdSSR%29_gegen_Fischer_%28USA%29.jpg)
ლაიფციგის ოლიმპიადაზე მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობა შეიკრიბა. აღმოსავლეთ გერმანიის ამ ქალაქში 40 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩამოვიდა. საბჭოთა ნაკრებს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი, მიხეილ ტალი თავკაცობდა. მეოთხე დაფაზე დებიუტი ჰქონდა ვიქტორ კორჩნოის. ამერიკელთა გუნდის პირველ დაფაზე რობერტ ფიშერი თამაშობდა, სამაგიეროდ არ იყო სამუელ რეშევსკი. ჩეხოსლოვაკიის გუნდში დებიუტი ჰქონდა ვლასტიმილ ჰორტს. ოლიმპიადაზე იყო ერთი ქალბატონიც. მონაკოს გუნდში თამაშობდა ანა-მარია რენუა-შევრიე. ტურნირს მიეძღვნა დიდი გამოფენა სახელით ,,ჭადრაკი საუკუნეების გავლით’’, რომელშიც მსოფლიოს 140-ზე მეტი ბიბლიოთეკა და მუზეუმი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. თავად შეჯიბრება ჩატარდა ,,რინგმესჰაუზის’’ ვეებერთელა დარბაზში, სადაც ჩვეულებრივად ტარდებოდა ხოლმე ლაიფციგის ცნობილი ბაზრობები.
პირველ ეტაპზე დიდი ბრძოლები არ გამართულა. ფავორიტებმა უპრობლემოდ მოიპოვეს მთავარი ფინალის საგზურები. ფინალი საბჭოელებმა ბულგარელთა განადგურებით დაიწყეს (4-0). უკვე მეორე ტურში კი ძველ მეტოქეებს, იუგოსლავიელებს შეხვდნენ. პერტოსიანმა მეოთხე დაფაზე გამატჯვება მოუტანა გუნდს. მეხუთე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა სსრ კავშირის და აშშ-ს ნაკრები გუნდების მატჩი, ამ დროისათვის ამერიკელები მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ ლიდერს და გამარჯვების შემთხვევაში თავად ჩუდგებოდნენ სატურნირო ცხრილს სათვეში. მატჩის ბედი აქაც მეოთხე დაფაზე გადაწყდა. სმისლოვმა გაიმარჯვა და საბჭოთა გუნდმაც მატჩი მოიგო. ამის შემდეგ საბჭოელები სულ უფრო და უფრო ზრდიდნენ თავის უპირატესობას და უკვე ბოლოსწინა ტურში გაინაღდეს ჩემპიონობა. ბოლო ტურში ამერიკელებმა 3,5-0,5 მოუგეს გდრ-ს გუნდს და მეორე ადგილი გაინაღდეს. მესამე იყო იუგოსლავიის გუნდი. ბოლო ტურში საბჭოთა ნაკრები ინგლისელებს ხვდებოდა. მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მაგრამ იყო ერთი გარემოება, რომელიც გარკვეულ ინტრიგას მატებდა მატჩს. თუ საბჭოელები მატჩს მოიგებდნენ ისე რომ არცერთ პარტიას არ წააგებდნენ, მაშინ ისინი ყველა მატჩის მოგებით და პარტია წაუგებელი დაამთავრებდნენ ტურნირს. კერესმა, კორჩნოიმ და პეტროსიანმა მოიგეს, მაგრამ მარცხი მოუვიდა ტალს, რომელმაც დამარცხება განიცადა პერსონთან. ასე რომ რეკორდი არ შედგა, თუმცა საბჭოელების გამარჯვებისათვის ამას რაღა თქმა უნდა ჩრდილი არ მიუყენებია.