![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bf/Mikhail_Tal_1982.jpg/640px-Mikhail_Tal_1982.jpg&w=640&q=50)
მიხეილ ტალი
From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ ტალი (ლატვ. Mihails Tāls; რუს. Михаил Нехемьевич Таль [mʲɪxɐˈiɫ nʲɪˈxʲemʲɪvʲɪtɕ ˈtalʲ]; დ. 9 ნოემბერი, 1936 – გ. 28 ივნისი, 1992) — საბჭოთა ლატვიელი მოჭადრაკე და მსოფლიოს მე-9 ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960).
![]() | |
ქვეყანა (სპორტი) | ლატვია ან სსრკ |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 ნოემბერი, 1936(1936-11-09)[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | რიგა[1] |
გარდაცვალების თარიღი | 27 ივნისი, 1992(1992-06-27)[5] [6] (55 წლის) ან 28 ივნისი, 1992(1992-06-28)[7] [8] (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[9] |
წოდება | სსრკ-ის სპორტის ოსტატი ჭადრაკში და დიდოსტატი[8] |
ჯილდოები და პრემიები | world chess champion, ხალხთა მეგობრობის ორდენი[10] , საპატიო ნიშნის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი[10] |
თავისი გამომგონებლური ნიჭით და კრეატიულობით ფართოდ განიხილება ერთი-ერთ გენიოსად ჭადრაკის მოთმაშეებს შორის. განსაკუთრებით ცნობილია თავისი შემტევი თამაშითა, გამბედავი სვლებით, კომბინაციებზე აგებული სტილით.[11][12] ყველაზე მეტად ტალის თამაშები ცნობილია იმპროვიზაციულობით და არაპროგნოზირებადი სვლებით. ნათქვამია, რომ „მისი ყველა თამაში შეუდარებელი და ფასდაუდებელია, როგორც ლექსი“.[13] მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „მიშა“ („მიხეილის“ კნინობითი ფორმა) და „ჯადოქარი რიგადან“. წიგნებში „მსოფლიოს უდიდესი საჭადრაკო თამაშების დიდი წიგნი“ (The Mammoth Book of the World's Greatest Chess Games) და „თანამედროვე ჭადრაკის ვარსკვლავები“ (Modern Chess Brilliancies) მიხეილ ტალის უფრო მეტი თამაშია თავმოყრილი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოჭადრაკის. ასევე, ტალი შესანიშნავ საჭადრაკო მინიატურებს და ამოცანებს ქმნიდა. მან თავის დროზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა ჭადრაკში წაუგებელი თამაშების ყველაზე ხანგრძლივი სერიით – 95 თამაში და არცერთი წაგება (46 მოგება და 49 ფრე). მისი წაუგებელი თამაშების სერია გრძელდებოდა 1973 წლის 23 ოქტომბრიდან 1974 წლის 16 ოქტომბრამდე. შემდგომში ეს რეკორდი დინგ ლირანმა გააუმჯობესა – 2017 წლის 9 აგვისტოდან 2018 წლის 11 ნოემბრამდე (100 თამაში არცერთი წაგებით, 29 მოგება და 71 ფრე).[14][15]
2006 წლიდან მოყოლებული მოსკოვში ტალის პატივსაცემად ტარდება ყოველწლიანი მიხეილ ტალის მემორიალი.