ტიგრან პეტროსიანი
სომეხი და საბჭოთა მოჭადრაკე / From Wikipedia, the free encyclopedia
ტიგრან ვართანის ძე პეტროსიანი (სომხ. Տիգրան Պետրոսյան; დ. 17 ივნისი, 1929, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 1984, მოსკოვი) — სომეხი და საბჭოთა მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-9 ჩემპიონი 1963–1966 წლებში,[1] საერთაშორისო დიდოსტატი (1952), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1959, 1961, 1969, 1975), მოსკოვის სამგზის ჩემპიონი (1951, 1956 (ვლადიმერ სიმაგინთან ერთად), 1968 (დავით ბრონშტეინთან ერთად)). ჭადრაკის თეორეტიკოსი და ჟურნალისტი, ყოველთვიური „საჭადრაკო მოსკოვის“ რედაქტორი (1963–1966), ყოველკვირეული გაზეთის „64“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (1968–1977). საჭადრაკო ოლიმპიადის ცხრაგზის გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. მისი თამაშის სტილის გამო „რკინის ტიგრანი“ შეარქვეს, ვინაიდან მისი თავდაცვა თითქმის შეუღწევადი იყო.[2][3] ზედიზედ ათჯერ (1953 წლიდან 1980 წლამდე) ითამაშა პრედენდენტთა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის გამართულ მატჩებში, მათ შორის ორჯერ (1966, 1969), როგორც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა. პეტროსიანმა მსოფლიო ჩემპიონის გვირგვინი 1969 წელს, ბორის სპასკისთან გამართული ბრძოლის შემდეგ დაკარგა.[4]
ტიგრან პეტროსიანი | |
---|---|
ტიგრან პეტროსიანი 1962 წელს | |
დაბადების სახელი | ტიგრან პეტროსიანი |
დაბადების თარიღი |
19 ივნისი, 1929 ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი |
გარდაცვალების თარიღი |
13 აგვისტო, 1984 (55 წლის) მოსკოვი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | სომეხი |
მოქალაქეობა | სსრ კავშირი |
მშობლები | მამა: ვართან პეტროსიანი |
ჯილდოები |