საჭადრაკო ოლიმპიადა 1958
From Wikipedia, the free encyclopedia
30 სექტემბერი - 23 ოქტომბერი 1958 მიუნხენი, გერმანია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1958}} |
დასავლეთგერმანული ქალაქი თავისი დაარსების 800 წლისთავს აღნიშნავდა. სხვა საზეიმო ღონისძიებების რიგში უმთავრესი ადგილი ეკავა XIII საჭადრაკო ოლიმპიადას. მიუნხენში 36 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. 37 წლიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიადაზე გამოჩნდნენ ესპანელი მოჭადრაკეები. ჩამოვიდნენ ამერიკელებიც. 15 წლის რობერტ ფიშერი, რომელსაც საზონათაშორისო ტურნირში წარმატებით გამოსვლისათვის ოლიმპიადის წინ მიენიჭა დიდოსტატის წოდება, დაღლილობის მომიზეზებით გუნდს მიუნხენში არ ჩამოყვა. პირველად თამაშობდნენ ოლიმპიადაზე მიხეილ ტალი და ტიგრან პეტროსიანი. ისინი საბჭოთა გუნდში სათადარიგოებად იყვნენ გამწესებულნი.
როდესაც გუნდში ისეთი მოჭადრაკეები გყავს, რომ ტალს და პეტროსიანს სათადაროგოებად უწევთ თამაში, ტურნირის მოგება ძნელი არ უნდა იყოს. ასეც მოხდა. საბჭოთა გუნდმა დაუმარცხებლად განვლო ტურნირი და დამსახურებულად მიიღო ჰამილტონ-რასელის თასი. ყველა საბჭოთა მოჭადრაკემ მიიღო მცირე ოლიმპიური მედალი (მათ შორის ოთხი ოქროს) საკუთარ დაფაზე წარმატებისათვის.
ტურნირი ეროვნული მუზეუმის კონგრესების დარბაზში ჩატარდა. ქვეჯგუფებში ძირითადად ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, თუმცა იყო სიურპრიზებიც. მეორე ჯგუფში მოულოდნელად გაიმარჯვა ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ამერიკელები. მთავარი სიურპრიზი კი უნგრელთა წარუმატებლობა იყო. მესამე ჯგუფში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონებს არგენტინელებმა, აღმოსავლეთ გერმანელებმა და ინგლისელებმა გაასწრეს და მეორე ფინალურ ჯგუფში ,,დაულოცეს’’ გზა.
ფინალური ტურნირი საბჭოელების უპირატესობით წარიმართა. მათ მართლია ფრედ დაამთვრეს მატჩები იუგოსლავიელებთან, არგენტინელებთან და ამერიკელებთან, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაუყენებიათ თავისი გამარჯვება ეჭვის ქვეშ. თავის მხრივ, იუგოსლავიელებმაც ადრევე დაიბევეს მეორე ადგილი და ბრძოლა ძირითადად მესამე ადგილისათვის მიდიოდა. ამერიკელები ზედმეტმა მშვიდობისმოყვარეობამ დაღუპა (6 ფრე ფინალში) და ისინი ამ ბრძოლაში არგენტინელებს ქულანახევრით ჩამორჩნენ.