From Wikipedia, the free encyclopedia
საწირე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, ბზიაური, დაბაძველი, ზედუბანი, სამტრედია, ძიროვანი).
სოფელი | |
---|---|
საწირე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
თემი | საწირე |
კოორდინატები | 42°19′59″ ჩ. გ. 42°55′45″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 550 მ |
მოსახლეობა | 626[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან 550 მეტრი, ტყიბულიდან 6 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 626 ადამიანი.
წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. საწირე გელათის მონასტრის კუთვნილი სოფელი იყო. საწირელები იღებდნენ რკინის მადანს და ამუშავებდნენ. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო საწირის ციხე, რომელიც ამჟამად საწირის ყოფილი უბნის, ზედუბნის, ტერიტორიაზეა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.