![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/68/Physical_map_of_Georgia_%2528ka%2529.svg/langka-640px-Physical_map_of_Georgia_%2528ka%2529.svg.png&w=640&q=50)
საქართველოს გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.
| ||
კონტინენტი | ევროპა | |
სუბრეგიონი | დასავლეთი აზია | |
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°00′ ჩ. გ. 43°30′ ა. გ. | |
ფართობი | 69 700 კმ² | |
საზღვაო საზღვარი | 315 კმ (16%)[1][2] | |
სახმელეთო საზღვარი | 1655 კმ (84 %)[2][1] | |
საზღვრები ქვეყნებთან | სომხეთი 164 კმ, აზერბაიჯანი 322 კმ, რუსეთი 723 კმ, თურქეთი 252 კმ | |
უმაღლესი წერტილი | შხარა, 5201 მ | |
უდაბლესი წერტილი | ჭაობები ფოთსა და ყულევს შორის (-1.5–2.3 მ)[3] | |
უგრძესი მდინარე საქართველოს ტერიტორიაზე | ალაზანი, 407 კმ[4][5] | |
უგრძესი მდინარე | მტკვარი, 1364 კმ (საქართველოს ტერიტორიაზე - 351 კმ)[6] | |
უდიდესი ტბა | ფარავნის ტბა, 37,5 კმ² | |
ჰავა: | ზომიერი სარტყლები, სუბტროპიკული სარტყლები შავი ზღვის სანაპიროზე | |
რელიეფი: | ვაკეები, მთები, ხეობები | |
ბუნებრივი რესურსები | ტყეები, ჰიდროელექტრული ძალა, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირისა და ნავთობის მცირე მარაგი; საზღვაო ზოლის ჰაფა და ნიადაგი საშუალებას აძლევს ჩაისა და ციტრუსის გაზრდას | |
ბუნებრივი საშიშროებები | მიწისძვრები | |
გარემოს დაცვასთან დაკავშრებული საკითხები | ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ნიადაგი დაბინძურება ტოქსიკური ქიმიკალებისგან |
საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.
საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.