From Wikipedia, the free encyclopedia
სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი (ესპ. San Antonio de los Baños) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, არტემისის პროვინციაში. დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს დაახლოებით 25 კილომეტრში. გაშენებულია მდინარე არიგუანაბოს ნაპირებზე. დაარსდა 1802 წელს.[1] ფართობი 127 კმ². 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 46,300 ადამიანს. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 364,6 ადამიანს კმ²-ზე. ქალაქში არის 39 სკოლა და 600-მდე პედაგოგი ასევე ბიბლიოთეკები. 1987 წელს აქ გაიხსნა საერთაშორისო კინოსკოლა და ტელევიზია. სიახლოვეს მდებარეობს სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსის აეროდრომი.[2]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი San Antonio de los Baños | |||
| |||
ქვეყანა | კუბა | ||
პროვინცია | არტემისა | ||
კოორდინატები | 22°53′20″ ჩ. გ. 82°29′56″ დ. გ. | ||
დაარსდა | 1802 | ||
ფართობი | 127 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 60 მ | ||
მოსახლეობა | 46,300 კაცი (2004) | ||
სიმჭიდროვე | 364,6 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | 7 | ||
საფოსტო ინდექსი | 10xxx–19xxx | ||
მოჰყავთ ძირითადად თამბაქო, შაქრის ლერწამი და ანანასი. განვითარებულია ტურიზმი. არის თერმული წყაროები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.