![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/45/Portrait_of_Ruhollah_Khomeini_By_Mohammad_Sayyad.jpg/640px-Portrait_of_Ruhollah_Khomeini_By_Mohammad_Sayyad.jpg&w=640&q=50)
რუჰოლა ხომეინი
From Wikipedia, the free encyclopedia
სეიდი აიათოლა ალ-უზმა რაჰბარი რუჰოლა მუსავი ხომეინი (სპარს. آیتالله روحالله خمینی, არაბ. روح الله الخميني) (პირდაპ. მნიშვ. რუჰოლა — ღვთის მიერ მინიჭებული სული, მუსავი — შთამომავალი იმამ მუსა ქადიმისა და ხომეინი – დაბა ირანში; დ. 24 სექტემბერი, 1902 — გ. 3 ივნისი, 1989) — ირანელი შიიტი სასულიერო მოღვაწე, პოლიტიკური და სულიერი ლიდერი 1979 წლის ისლამური რევოლუციისა, რომლის შედეგად ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ირანის ბოლო შაჰი. ხომეინი სულიერ წინამძღვრადაა მიჩნეული მრავალი მუსლიმისთვის და ირანში მას ოფიციალურად იმამს უწოდებენ აიათოლას ნაცვლად, ისევე როგორც მისი მოძღვრების მიმდევრები. აიათოლა ხომეინის ბევრი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევს და ჟურნალმა „ტაიმი“ ის 1979 წელს წლის ადამიანად გამოაცხადა.
სწრაფი ფაქტები ირანის უზენაესი ლიდერი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
რუჰოლა ხომეინი | |
![]() | |
ირანის უზენაესი ლიდერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 დეკემბერი, 1979 – 3 ივნისი, 1989 | |
პრეზიდენტი | აბოლჰასან ბანისადრი მოჰამად-ალი რაჯაი ალი ხამენეი |
წინამორბედი | მოჰამედ რეზა ფეჰლევი ირანის შაჰი |
მემკვიდრე | ალი ხამენეი |
დაბადებული | 24 სექტემბერი, 1902[1][2][3][4][5] ხომეინი, სპარსეთი |
გარდაცვლილი | 3 ივნისი, 1989 (86 წლის) თეირანი, ირანი |
მეუღლე | ხადიჯეფ საყაფი |
რელიგია | შიიტური ისლამი[6][7][8] |
ხელმოწერა | ![]() |
დახურვა