From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ ლუის ბალფორ სტივენსონი (ინგლ. Robert Louis Balfour Stevenson; დ. 13 ნოემბერი, 1850, ედინბურგი — გ. 3 დეკემბერი, 1894) — შოტლანდიელი მწერალი.
რობერტ ლუის სტივენსონი დაიბადა დინბურგში 1850 წელს. მამა და პაპა ინჟინრები ჰყავდა. ამის გამო რობერტის მომავალიც ინჟინრობასთან იყო დაკავშირებული. ახალგაზრდა სტივენსონმა სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო, მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ ინჟინერობა არ ხიბლავდა. 1871 წელს მან სასწავლებელი შეიცვალა. რობერტი ტუბერკულოზით იყო დაავადებული და ამის გამო თავისი ცხოვრების დიდი ნაწილის ქალაქგარეთ — ბეიტანეტში გატარება მოუხდა. სტივენსონმა დაიწყო მოგზაურობა, თავიდან საფრანგეთსა და ბელგიაში. მოგზაურობასთან ერთად ის წერდა კიდეც. შემდეგ გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში. კალიფორნიაში მას შეუყვარდა ამერიკელი ქალი — ფენი ვანდეგრიფტ ოსბორნი, რომელიც ცოლად შეირთო. ფენის ჰყავდა ვაჟი. სტივენსონს თავისი გერი მეტად შეუყვარდა. მწერალს წერამ დიდი წარმატება მოუტანა და ის თავის ოჯახთან ერთად აგრძელებდა მოგზაურობას ჯანმრთელობის ძიებაში. ოჯახმა გადაწყვიტა დასახლებულიყო სამოაში. მათ იყიდეს სახლი და იქ 1894 წლამდე ცხოვრობდნენ, სტივენსონის გარდაცვალებამდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.