![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/29/Roald_Dahl.jpg/640px-Roald_Dahl.jpg&w=640&q=50)
როალდ დალი
From Wikipedia, the free encyclopedia
როალდ დალი (დ. 13 სექტემბერი, 1916 ― გ. 23 ნოემბერი, 1990) ― ბრიტანელი რომანისტი, პოეტი, სცენარისტი და გამანადგურებლის პილოტი.[31] მსოფლიო მასშტაბით, მისი წიგნების 250 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.[32]
იყო აგრეთვე სამხედრო პილოტი,ისევე როგორც სხვა ცნობილი მწერალი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი. II მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ბრიტანეთის ,,სამეფო საჰაერო ძალების’’ დანაყოფში (RAF) და მიაღწია საკმაოდ მაღალი, კაპიტნის თანამდებობას.
მისი ლიტერატურული პრემიების მონაგარი ითვლის: 1983 წელს, მსოფლიო ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის ფენტეზის დარგში (World Fantasy Award for Life Achievement) და 1990 წლის საუკეთესო საბავშვო მწერალი British Book Awards-ის მიხედვით.
სახელი მას ნორვეგიელი პოლარული მკვლევრის, რუალ ამუნდსენის მიხედვით დაარქვეს (ინგლისურად Roald Amundsen იწერება). მის დაბადებამდე 2 წლით ადრე, 1914 წელს სწორედ მან მიაღწია პირველმა სამხრეთ პოლუსს და მთელ მსოფლიოში პოპულარულად და ნორვეგიელი ერის გმირად იქცა.
დალი 1953 წელს დაქორწინდა ჰოლივუდის ოსკაროსან მსახიობზე, პატრიცია ნილზე (გამორჩეული როლები: ,,საუზმე ტიფანისთან’’ (1961), ,,ჰადი’’ (1963) - რომლისთვისაც მან მოიგო ოსკარი, და ა. შ). 30-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე, მათ 5 შვილი ჰყავდათ. 1981 წელს წყვილის ისტორიის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, სადაც დალის როლი დირკ ბოგარდმა შეასრულა.