ალჟირელი ფეხბურთელი (დაბ. 1991) From Wikipedia, the free encyclopedia
რიად კარიმ მაჰრეზი[1] (არაბულად رياض محرز, ფრანგულად Riyad Mahrez) — ალჟირელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი. 2016 წელს მოიგო ინგლისის პრემიერ-ლიგა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.
რიად მაჰრეზი 2016 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 21 თებერვალი, 1991 | ||
სიმაღლე | 179 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ფლანგის ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ სიტი | ||
ნომერი | 26 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2010 | კემპერი | 27 | |
2010–2014 | გავრი | 60 | (7) |
2014–2018 | ლესტერ სიტი | 158 | (42) |
2018– | მანჩესტერ სიტი | 94 | (29) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2014– | ალჟირი | 62 | (19) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 ოქტომბერი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 აპრილი, 2021 |
2014 წლის 11 იანვარს რიად მაჰრეზი „ლესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდა. კლუბის მწვრთნელმა ნაიჯელ პირსონმა ინტერვიუში განაცხადა,რომ რიადი ძალიან ტექნიკური და ნიჭიერი მოთამაშეა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მისი გუნდის პოტენციალს.[2][3] ჟურნალისტებმა ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 400 000 £ დაასახელეს. ახალ გუნდში პირველი მატჩი მაჰრეზმა ითამაშა გასვლაზე „ნოტინგემის" წინააღმდეგ. რიადი მოედანზე 70-ე წუთზე შემოვიდა, ხოლო 82-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა, რითაც „ლესტერს" ფრე მოუტანა (2-2). 2015 წელს „ლესტერ სიტიმ" პრემიერ-ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. სეზონის პირველივე მატჩში მაჰრეზმა ორი გოლი გაუტანა „სანდერლენდს". მისმა გუნდმა 4-2 გაიმარჯვა. მთლიანი სეზონის განმავლობაში რიად მაჰრეზი მშვენივრად თამაშობდა,ჟურნალისტები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ალჟირელისა და ჯეიმი ვარდის დუეტის ეფექტურობას. მაჰრეზი ძალიან კარგად წარმოაჩინა მისმა დრიბლინგმა.სეზონის ბოლოს რიადს 17 გოლი დაუგროვდა და 11 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. „ლესტერ სიტიმ" სენსციური ჩემპიონობა მოიპოვა, რაშიც რა თქმა უნდა მაჰრეზმა დიდი როლი ითამაშა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მაჰრეზი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 2018 წელს დატოვა გუნდი და „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.