მანჩესტერ სიტი (ინგლ. Manchester City F.C.) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მანჩესტერიდან. კლუბი გამოდის პრემიერლიგაში. დაარსდა 1880 წელს.
სრული სახელი | Manchester City Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ქალაქელები, ცისფერები, | |||
დაარსდა |
1880 სახელწოდებით St. Mark's (West Gorton) 1887 სახელწოდებით Ardwick Association F.C. 16 აპრილი, 1894 სახელწოდებით Manchester City F.C.[კომ. 1] | |||
სტადიონი |
ეტიჰადი , მანჩესტერი, ინგლისი (ტევადობა: 53 400[1]) | |||
პრეზიდენტი | ხალდუნ ალ მუბარაქი | |||
მწვრთნელი | პეპ გვარდიოლა | |||
კაპიტანი | კევინ დე ბრეინე | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2023-24 | ჩემპიონი | |||
|
ისტორია
თავდაპირველად დაფუძნდა „უესტ-გორტონ სენტ-მარკსის“ სახელწოდებით. 1887 წელს კლუბს „არდუიკი“ დაერქვა და სტადიონ „გაიდ როუდზე გადავიდა“. 1894 წელს კლუბმა ახლანდელი სახელწოდება „მანჩესტერ სიტი“ მიიღო.
ისტორიის განმავლობაში კლუბმა 3 სტადიონი გამოიცვალა: დაარსებიდან 1923 წლამდე „ქალაქელების“ საშინაო არენა „გაიდ როუდი“ იყო. 1923–2003 წლებში კი კლუბი საშინაო მატჩებს „მეინ როუდზე“ ატარებდა. 2002 წელს აშენდა სიტის ამჟამინდელი სტადიონი, „ეტიჰად სთეიდიუმი“. 2003 წლიდან კი კლუბის საშინაო არენაა. ეს სტადიონი 48 000-მდე გულშემატკივარს იტევს.
XX საუკუნეში „მანჩესტერ სიტი“ ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (1936–37 და 1967–68 წლის სეზონებში), 1990-იან წლებში „მანჩესტერ სიტი“ სამჯერ ჩამოქვეითდა დაბალ დივიზიონებში, 1998-99 წელს კლუბი მეორე დივიზიონში გავარდა და 3 წლის შემდეგ 2002 წელს კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. 2008 წელს კლუბი კომპანია „აბუ-დაბი იუნაიტედ ჯგუფმა“ შეიძინა. ამის შემდეგ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, გუნდმა შეიძინა უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი.ფულის ხარჯვამ შედეგი 2011 წელს გამოიღო შედეგი, როდესაც „სიტიმ“ ასოციაციის თასი მოიგო. ასევე „ქალაქელები“ 2010-11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. „სიტი“ პირველად ევროთასებზე 1973 წელს გავიდა, როდესაც ინგლისის სუპერთასი მოიგო. ასევე 2011 წლის 7 აგვისტოს „უემბლიზე“ ისინი დამარცხდნენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანგარიშით 2–3 . 2012 წლის 13 მაისს, კი „სიტიმ“ შეძლო და დრამატულ ბრძოლაში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ 3:2 სძლია, „ქალაქელებმა“ მესამე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და 44 წლის შემდეგ კვლავ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.
2013–14 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ბრწყინვალედ ისარგებლა სეზონის მიწურულს დაწინაურებული „ლივერპულის“ უგერგილობით, რომელმაც სეზონის დასკვნით თამაშებში ვერ შეძლო მობილიზება და მეოთხედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.
კლუბის მთავარი მწვრთნელია ესპანელი პეპ გვარდიოლა.
მოთამაშეები
- განახლდა: 17 ნოემბერი, 2023
მიმდინარე შემადგენლობა
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
ტიტულები
ეროვნული ტურნირები
- ჩემპიონი (10): 1936–37, 1967–68, 2011–12, 2013–14, 2017–18, 2018–19, 2020–21, 2021–22, 2022–23, 2023–24
- ვიცე-ჩემპიონი (6): 1903–04, 1920–21, 1976–77, 2012–13, 2014–15, 2019–20
- თასის მფლობელი (7): 1903–04, 1933–34, 1955–56, 1968–69, 2010–11, 2018–19, 2022–23
- ფინალისტი (5): 1925–26, 1932–33, 1954–55, 1980–81, 2012–13
- თასის მფლობელი (8): 1969–70, 1975–76, 2013–14, 2015–16, 2017–18, 2018–19, 2019–20, 2020–21
- ფინალისტი (1): 1973–74
- თასის მფლობელი (6): 1937, 1968, 1972, 2012, 2018, 2019
- ფინალისტი (8): 1934, 1956, 1969, 1973, 2011, 2014, 2021, 2022
საერთაშორისო ტურნირები
წლის ფეხბურთელი
|
|
|
ბიბლიოგრაფია
- Buckley, Andy (2000). Blue Moon Rising: The Fall and Rise of Manchester City. Bury: Milo. ISBN 0-9530847-4-4.
- Gardner, Peter (1970). The Manchester City Football Book No. 2. London: Stanley Paul. ISBN 0-09-103280-6.
- Inglis, Simon (1987). The Football Grounds of Great Britain (2nd ed.). London: Collins Willow. ISBN 0-00-218249-1.
- James, Gary (2002). Manchester: The Greatest City. Polar Publishing. ISBN 1-899538-09-7.
- James, Gary (2005). The Official Manchester City Hall of Fame. Hamlyn. ISBN 0-600-61282-1.
- James, Gary (2006). Manchester City – The Complete Record. Derby: Breedon. ISBN 1-85983-512-0.
- James, Gary (2008). Manchester – A Football History. Halifax: James Ward. ISBN 978-0-9558127-0-5.
- Penney, Ian (2008). Manchester City: The Mercer-Allison Years. Derby: Breedon. ISBN 978-1-85983-608-8.
- Rowlands, Alan (2005). Trautmann: The Biography. Derby: Breedon. ISBN 1-85983-491-4.
- Tossell, David (2008). Big Mal: The High Life and Hard Times of Malcolm Allison, Football Legend. Edinburgh: Mainstream. ISBN 978-1-84596-478-8.
- Wallace, David (2007). Century City – Manchester City Football Club 1957/58. Leigh: King of the Kippax. ISBN 978-0-9557056-0-1.
- Ward, Andrew (1984). The Manchester City Story. Derby: Breedon. ISBN 0-907969-05-4.
რესურსები ინტერნეტში
კომენტარები
- 1894 წლის 16 აპრილიდან ასპარეზობს „მანჩესტერ სიტის“ სახელით.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.