![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/94/John_Everett_Millais_-_Ophelia_-_Google_Art_Project.jpg/640px-John_Everett_Millais_-_Ophelia_-_Google_Art_Project.jpg&w=640&q=50)
პრერაფაელიტები
From Wikipedia, the free encyclopedia
პრერაფაელიტები (ინგლ. Pre-Raphaelites) — მიმდინარეობა ინგლისურ პოეზიასა და ფერწერაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში. შეიქმნა 1850-იანების დასაწყისში ვიქტორიანული ეპოქის პირობითობების, აკადემიური ტრადიციებისა და კლასიკური ნიმუშების ბრმა მიბაძვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/94/John_Everett_Millais_-_Ophelia_-_Google_Art_Project.jpg/640px-John_Everett_Millais_-_Ophelia_-_Google_Art_Project.jpg)
1852 წელი, ტეიტი, ლონდონი
სახელწოდება „პრერაფაელიტები“ ადრეული აღორძინების ეპოქის, ანუ რაფაელისა და მიქელანჯელოს პერიოდამდელ ფლორენციელ მხატვრებთან სულიერ ნათესაობას უნდა აღნიშნავდეს. ესენი არიან: პერუჯინო, ფრა ანჯელიკო, ჯოვანი ბელინი. პრერაფაელიტური მიმდინარეობის ყველაზე გამოჩენილი წევრები იყვნენ პოეტი და ფერმწერი დანტე გაბრიელ როსეტი, მხატვრები უილიამ ჰოლმან ჰანტი, ჯონ ევერეტ მილე, ფორდ მედოქს ბრაუნი, ედუარდ ბერნ-ჯოუნზი, უილიამ მორისი, არტურ ჰიუზი, უოლტერ კრეინი და ჯონ უილიამ უოტერჰაუსი.