From Wikipedia, the free encyclopedia
პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე პოლონეთს წარმოადგენს და ადმინისტრირებას პოლონეთის საფეხბურთო ასოციაცია უწევს.უმნიშვნელოვანეს ტამაშებს გუნდი ატარებს ქალაქ ხოჟუვში,სილეზიის სტადიონზე,მწვრთნელი არის ფრანჩისეკ სმუდა.
მეტსახელ(ებ)ი | Biało-czerwoni(თეთრ-წლითლები),Białe Orły(თეთრი არწივები) | ||
---|---|---|---|
ასოციაცია | პოლონეთის ფეხბურთის ასოციაცია | ||
კონფედერაცია | უეფა | ||
მთავარი მწვრთვნელი | ? | ||
კაპიტანი | რობერტ ლევანდოვსკი | ||
ფიფა-ს კოდი | POL | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
უნგრეთი 1 - 0 პოლონეთი (ბუდაპეშტი, უნგრეთი; 18 დეკემბერი, 1921) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
პოლონეთი 10 - 0 სან-მარინო (კიელცე, პოლონეთი; 1 აპრილი, 2009) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
დანია 8 - 0 პოლონეთი (კოპენჰაგენი, დანია; 26 ივნისი, 1948) | |||
გამოსვლა | (პირველად [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1938|1938]]) | ||
საუკეთესო შედეგი | მესამე ადგილი, 1974, 1982 | ||
გამოსვლა | (პირველად 2008) | ||
საუკეთესო შედეგი | მეოთხედფინალი, 2016 |
პოლონეთს ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავდა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში,როცა მან სტადიონ უემბლიზე ინგლისის ეროვნული ნაკრები დაამარცხა და 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.ამ ჩემპიონატში პოლონელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში 1-0 დაამარცხეს ბრაზილიელები და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.ტურნირის ოქროს ბუცის მფლობელი და ბომბარდირი კი პოლონელი გჟეგოჟ ლიატო გახდა.პოლონეთმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც მესამე ადგილი აიღეს.
რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებს,პოლონეთმა მოიგო 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა,1976 წლის მონრეალის და 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ევროპის ჩემპიონატებზე პოლონეთი პირველად მოხვდა 2008 წელს,ხოლო 2012 წლის ჩემპიონატზე ტურნირის თანა-მასპინძელის რანგში მონაწილეობს.
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია 1919 წლის 20 დეკემბერს ვარშავაში დაფუძნდა.პოლონეთის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა 1921 წლის 18 დეკემბერს ბუდაპეშტში,სადაც ადგილობრივ უნგრეთის ნაკრებთან მინიმალურად-1:0 დამარცხდნენ.პირველი საერთაშორისო გამარჯვება იზეიმეს 1922 წლის 28 მაისს სტუმრად შვედეთის ნაკრებთან-2:1.1937 წელს პოლონელებმა ორჯერ დაამარცხეს იუგოსლავია 4:0 და 1:0 და ისტორიაში პირველად მოიპოვეს 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
დებიუტანტი პოლონეთის ნაკრები გადაეყარა ბრაზილიის ნაკრებს,რომელიც იმ დროს სულაც არ მიიჩნეოდა მსოფლიოს ტოპ-გუნდად,მაგრამ ყველა აღიარებდა როგორც კარგ,ანგარიშგასაწევ ძალას.ასეთ პირობებში პოონეთის ნაკრების დამარცხება არავის აღუქვამს სენსაციად,რდაგანაც ყველა სამხრეთამერიკელბს უწინასწარმეტყველებდა წარმატებას.პოლონელებმა,მიუხედავად ერთადერთი ჩატარებული თამაშისა,გულშემატკივარი გააოცეს თავიანთი დასამახსოვრებელი თამაშით.ეს მატჩი,როგორც აღინიშნა,ბრაზილიელებმა მოიგეს დამატებით დროში-6:5.პოლონელთა მხრიდან ერნესტ ვილიმოვსკიმ 5 დან 4 გოლი გაიტანა.ეს დღესაც დიდებულ შედეგად მიიჩნევა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ პოლონეთმა მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ უნგრეთთან და 4:2 დაამარცხეს მეტოქე.ეს კი მიიჩნევა ძალიან დიდ შედეგად პოლონური ფეხბურთის ისტორიაში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,1946 წლის 11 ივნისს ოსლოში პოლონეთმა პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა ნორვეგიასთან.ეს შეხვედრა 3:1 დასრულდა ნორვეგიელთა სასარგებლოდ.ომის შემდეგ პირველი უდიდესი გამარჯვება იყო იმდროინდელ ევროპაში საუკეთესო გუნდ ჩეხოსლოვაკიასთან,სამხრეთელ მეზობელთან,ანგარიშით 3:1.
1948 წელს პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ანგარიშით 8:0 წააგო დანიასთან,მაგრამ 1963 წლის 4 სექტემბერს ნორვეგიასთან 9:0 გამარჯვებამ პოლონელებს ეს კოშმარი დაავიწყა.ეს მატჩი იმითაც იყო აღსანიშნავი,რომ დებიუტი ჰქონდა ვლადზიმეჟ ლიუბანსკის.ამ თამაშში გატანილი გოლით დაიწყო მისი ბომბარდირული აღმასვლა-48 გოლი 75 მატჩში.ეს გამარჯვება 2009 წლის 1 აპრილს სან მარინოსთან გამარჯვებამ გადაფარა.
1970 წლის 1 დეკემბერს პოლონურ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა ერთმა ადამიანმა.ეს იყო კაზიმირ გორსკი,რომლის დამოძღვრილმა პოლონელებმა 1972 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მდელები აიღეს,1976 წელს ვერცხლი,ხოლო 1974 და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე მესამე ადგილი.
1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე პოლონეთის ნაკრები არ იყო დიდად სახელგანთმული საერთაშორისო არენაზე.თუმცა მსოფლიოში მესამე ადგილის დაკავება დიდი სიურპრიზი არ ყოფილა მსოფლიოსთვის,რადგანაც პოლონეთის ნაკრების იმ ბირთვმა,რომელიც მონაწილეობდა ამ მუნდიალზე,1972 წელს ოლიმპიადა მოიგო.დასავლეთი ოლიმპიადას სერიოზულ ტურნირად არ აღიქვამდა,მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სერიოზულად უდგებოდნენ ამ ტურნირს.პოლონელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას გამოთიშეს ინგლისელები.
გერმანია 74-ის სადებიუტო შეხვედრაში პოლონელები არგენტინელებს დაუპირისპირდნენ,რომლებიც მეექვსედ მონაწილეობდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე.ეს მატჩი თეთრ-წითლების გამარჯვებით დასრულდა-3:2.გოლები პოლონელთა მხრიდან გჟეგოჟ ლიატომ (7;62) და შარმახმა (8) გაიტანეს,ხოლო სამხრეთამერიკელთა მხრიდან რამინერედიამ (60) და კარლოს ბაბინგტონმა(66) გაიტანეს.
მეორე მატჩში პოლონელებმა ადვილად, 7:0 დაამარცხეს კარიბის ზღვის ქვეყანა ჰაიტი.აქ ჰეთ-თრიკი შეასრულა შარმახმა,ხოლო ლიატომ დუბლი.ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში "თეთრ-წითლები" იტალიელებს დაუპირისპირდნენ,რომლებსაც იქამდეც შეხვედროდნენ-1970 წლის მსოფლიო თასზე.ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად პოლონელებს ამ მატჩში ფრეც აწყობდათ.პოლონეთმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო,იტალიელებმა 86 წუთზე მხოლოდ ფაბიო კაპელოს მიერ პრესტიჟის გოლი გატანა შეძლეს.ზედიზედ მესამე გამარჯვებამ აღმოსავლეთევროპელებს ჯგუფის ლიდერობა მოუტანა.მეორე ეტაპის პირველ თამაშში პოლონელებმა ლიატოს ერთადერთი გოლის წყალობით შვედეთი დაამარცხეს.შემდეგ იყო იუგოსლავია,რომელმაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიასთან და შოტლანდიასთან ფრე ითამაშა,ხოლო ზაირს 9:0 მოუგო.24–ე წუთზე პოლონელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს,რომელიც დეინამ გოლად აქცია.43–ე წუთზე იუგოსლავიელებმა სტანისლავ კარასის გოლით გაათანაბრს,მაგრამ თეთრ–წითლებს აქაც ლიატო მოევლინათ მშველელად.საბოლოოდ 2:1 პოლონელთა სასარგებლოდ.
1974 წლის 3 ივლისს მაიმართა მეორე ეტაპის ბოლო მატჩი დასავლეთ გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის.ამ დღეს გადაუღებლად წვიმდა.მოედანი მთლიანად დატბორილი იყო.პოლონელებმა მატჩის გადადება მოითხოვეს,მაგრამ ავსტრიელი არბიტრი ამის წინააღმდეგი იყო.ფრე მასპინძლებისთვის უფრო მისაღები იყო.პოლონელებს სველ მოედანზე ბურთის გორება უჭირდათ და აი,გერდ მიულერმა თამაშის 76-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.მთელი ქვეყანა შოკში იყო.
მე-3 ადგილისთვის მატჩში პოლონეთის ნაკრებმა ბრაზილია ლიატოს ერთადერთი გოლით დაამარცხა,ხოლო ეს უკანასკნელი ტურნირის ბომბარდირი გახდა 7 გატანილი გოლით.
ჩემპიონატზე პირველ მატჩში პოლონეთმა ქულები გაიყო გერმანიასთან-0:0.მეორე შეხვედრაში გჟეგოჟ ლიატოს ერთადერთი გოლით პოლონელებმა აფრიკის წარმომადგენელი-ტუნისი დაამარცხეს.მესამე შეხვედრაში პოლონელმა ჟბიგნევ ბონიეკმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი დებიუტი 43-ე წუთზე გოლით აღნიშნა.52 წუთზე მექსიკელებმა ვიქტორ რანგელის გოლით წონასწორობა აღადგინეს,მაგრამ 4 წუთში კაზიმირ დეინამ პოლონელები კვლავ დააწინწურა.წერტილი კი 84-ე წუთზე ბონიეკმა დასვა.საბოლოოდ-3:1.
მეორე ეტაპზე პოლონელები სამი მეტოქიდან სამივე სამხრეთ ამერიკულ გუნდს გადაეყარნენ.ესენი იყვნენ-ბრაზილია,არგენტინა და პერუ.ბრაზილიას და არგენტინას წინა მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის რევანში სწყუროდათ.ჯერ არგენტინამ დაამარცხა თეთრ-წითლები ჩემპიონატის მომავალი ბომბარდირის,მარიო კემპესის წყვილი გოლით.მეორე შეხვედრაში პოლონელებმა პერუს ნაკრებს ანდრეი შარმახის გოლით მოუგეს 1:0.პოლონელთა ბოლო მატჩში ბრაზილიელებმა ნელინიოსა და რობერტოს ორი გოლი პოლონელები დაამარცხეს.აღმოსავლეთევროპელებმა პირველი ტაიმის მიწურულს მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს.
|
# | ფეხბურთელი | კარიერა | გოლები | მატჩები |
---|---|---|---|---|
1 | რობერტ ლევანდოვსკი | 2008– | 76 | 132 |
2 | ვლოდიმიერ ლუბანსკი | 1963–1980 | 48 | 75 |
3 | გჟეგოშ ლატო | 1971–1984 | 45 | 100 |
4 | კაზიმიერც დეინა | 1968–1978 | 41 | 97 |
5 | ერნესტ პოლი | 1955–1965 | 39 | 46 |
6 | ადჯეი სკამარჩი | 1973–1982 | 32 | 61 |
7 | ჯერალდ სიელსიკი | 1947-1958 | 27 | 45 |
8 | ჟბიგნევ ბონიეკი | 1976–1988 | 24 | 80 |
9 | ერნესტ ვილიმოვსკი | 1934–1939 | 21 | 22 |
10 | დარიუშ ჯიეკანოვსკი | 1981–1990 | 20 | 63 |
ეუსებიუს სმოლარეკი | 2002–2010 | 20 | 47 |
# | ფეხბურთელი | კარიერა | მატჩები | გოლები |
---|---|---|---|---|
1 | რობერტ ლევანდოვსკი | 2008– | 132 | 76 |
2 | იაკუბ ბლაშიკოვსკი | 2006–2019 | 108 | 21 |
3 | მიხაელ ზევკალოვი | 1998–2011 | 102 | 3 |
4 | გჟეგოშ ლატო | 1971–1984 | 100 | 45 |
5 | ლაზიმიერც დეინა | 1968–1978 | 97 | 41 |
6 | იაჩეკ ბაკი | 1993–2008 | 96 | 3 |
იაჩეკ კრჟინოვეკი | 1999–2009 | 96 | 15 | |
7 | ვლადისლავ ზმუდა | 1973–1986 | 91 | 1 |
8 | ანტონი შიმანოვსკი | 1970–1980 | 82 | 1 |
9 | ჟბიგნევ ბონიეკი | 1976–1988 | 80 | 24 |
10 | ვლოდიმიერც ლუბანსკი | 1963–1981 | 75 | 48 |
11 | ტომაშ ვალდოხი | 1991–2002 | 74 | 2 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.