![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bb/Pierre-Jean-George_Cabanis_by_Blondel_%252819_c.%252C_priv._coll%2529.jpg/640px-Pierre-Jean-George_Cabanis_by_Blondel_%252819_c.%252C_priv._coll%2529.jpg&w=640&q=50)
პიერ ჟან ჟორჟ კაბანისი
From Wikipedia, the free encyclopedia
პიერ ჟან ჟორჟ კაბანისი (ფრანგ. Pierre Jean Georges Cabanis; დ. 5 ივნისი, 1757, კონაკი, — გ. 5 მაისი, 1808, სერენკური) — ფრანგი ფილოსოფოსი, მატერიალისტი და ექიმი. ეტიენ ბონო დე კონდილიაკის მოსწავლე. საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქაში მნიშვნელოვანი როლი შეასრული მედიცინის სკოლის რეორგანიზაციაში.[13] ჟირონდისტებთან ერთად მონაწილეობდა 18 ბრიუმერის კონტრრევოლუციურ გადატრიალებაში. კაბანისის მატერიალიზმი და ათეიზმი XVIII საუკუნის ფრანგი მატერიალისტების ადრინდელი თაობისაზე უფრო თანამიმდევრული და მებრძოლი ხასიათისა იყო. დიდი გავლენა მოახდინა მედიცინისა და ფიზიოლოგიის,[14] აგრეთვე ფრანგული პოზიტივიზმის განვითარებაზე. თავის ნაშრომებში სათავე დაუდო სოციალურ მედიცინასა და ჰიგიენას, ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიას.[15] სიცოცხლის ბოლო წლებში მიემხრო ვიტალიზმს.[14]
პიერ ჟან ჟორჟ კაბანისი | |
---|---|
ფრანგ. Pierre Jean Georges Cabanis | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 5 ივნისი, 1757(1757-06-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბ. ადგილი | კონაკი |
გარდ. თარიღი | 5 მაისი, 1808(1808-05-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [10] [11] (50 წლის) |
გარდ. ადგილი | სერენკური |
დასაფლავებულია | პარიზის პანთეონი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, მწერალი[12] , ექიმი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ფიზიოლოგი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი |