![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/98/Buste_Auguste_Comte.jpg/640px-Buste_Auguste_Comte.jpg&w=640&q=50)
პოზიტივიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
პოზიტივიზმი — XIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კონტის მიერ ჩამოყალიბებული ფილოსოფიური თეორია, რომლის მიხედვით ერთადერთი ჭეშმარიტი ცოდნა არის მეცნიერული ცოდნა, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/98/Buste_Auguste_Comte.jpg/320px-Buste_Auguste_Comte.jpg)
კონტის მიხედვით ჭეშმარიტების ძიების პროცესში საზოგადოება სამ თანმიმდევრულ სტადიას გადის: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურსა და პოზიტიურს (მეცნიერულს). თეოლოგიურ ფაზაში ადამიანებს ღმერთის უმაღლესი ძალის სწამთ, საზოგადოებას კი ღმერთის „წარმომადგენლები“ მართავენ. ადამიანებს სჯერათ რელიგიური დოქტრინების და მათთან დაკავშირებით კითხვები არა აქვთ. მეტაფიზიკურ ფაზაში ჩნდება და ძლიერდება იდეა ადამიანის უნივერსალური და განუყოფელი უფლებების შესახებ, ძლიერდება ამ უფლებების პატივისცემა. მესამე სტადიისათვის კი დამახასიათებელია პიროვნების მნიშვნელობის კიდევ უფრო ზრდა. აღარ არსებობს უზენაესი ავტორიტეტი, რომელსაც ადამიანები ემორჩილებიან — ყოველივეს პიროვნებათა თავისუფალი ნება განსაზღვრავს.
კონტის მიხედვით დასავლური ცივილიზაციისათვის პირველი სტადია დასრულდა განმანათლებლობის ეპოქით, მეორე — საფრანგეთის რევოლუციით.