From Wikipedia, the free encyclopedia
პასიგი (ოფიციალურად ქალაქი პასიგი; ტაგ: Lungsod ng Pasig) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 755 300 ადამიანია.
ინგლ. City of Pasig ტაგალ. Lungsod ng Pasig | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 14°33′37″ ჩ. გ. 121°04′35″ ა. გ. |
დაარსდა | 2 ივლისი, 1573 და 21 იანვარი, 1995 |
ფართობი | 48.46 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 9 მეტრი |
მოსახლეობა | 803 159 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 02 |
საფოსტო ინდექსი | 1600–1612 |
ოფიციალური საიტი | https://pasigcity.gov.ph/ |
პასიგი ადრე რისალის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. შემდეგ მანილის რეგიონული აგლომერაციის შექმნასთან ერთად ეროვნული დედაქალაქის რეგიონს მიეკუთვნა.[2] რისალის სამთავრობო დაწესებულებები პასიგში მდებარეობდა, 2009 წლიდან კი ანტიპოლოში გადაინაცვლა.[3] აღსანიშნავია, რომ პასიგი 2020 წლის 7 ივლისამდე პროვინციის დე იურე ან ოფიციალური დედაქალაქის სტატუსით სარგებლობდა.[2] 2020 წლის 19 ივნისს პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ხელი მოაწერა 11475-ე რესპუბლიკურ აქტს, რომლის მიხედვითაც რისალის პროვინციის ოფიციალურ დედაქალაქად ანტიპოლო გამოცხადდა.[4][5]
ესპანელთა ჩასვლამდე პასიგის ისტორიის შესახებ პირველადი წყაროები არ არის შემორჩენილი. ესპანელი კოლონიზატორები ამ ადგილებში 1573 წელს ჩავიდნენ და სიუდად-მუნიციპალ დე პასიგი დაარსეს.[6]
1600-იანი წლების დასაწყისიდან იაპონური იმპერალიზის პერიოდამდე მანილიდან, პასაიდან, სან-ხუანიდან, მანდალუიონგიდან, მარიკინიდან, პატეროსიდან, ტაგიგიდან, მაკატიდან და სხვა ქალაქებიდან ათასობით კათოლიკე მისიონერი ჩავიდა.
1901 წლის 11 ივნისს, ფილიპინებისა და ამერიკის ომის დროს ფილიპინების კომისიამ ხელი მოაწერა 137-ე აქტს, რომლის მიხედვითაც რისალის პროვინცია შეიქმნა. პასიგი რისალის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა და ახლადშექმნილი პროვინციის დედაქალაქად გამოცხადდა.
პასიგს დასავლეთიდან კესონ-სიტი და მანდალუიონგი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან — მარიკინა, სამხრეთიდან — მაკატი, ტაგიგი და პატეროსის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთიდან კი რისალის პროვინციის მუნიციპალიტეტები: კაინტა და ტაიტაი.
ქალაქში მდინარე პასიგი მოედინება, რომელიც მის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენს, შესაბამისად მაკატთან და ტაგიგთან, ხოლო მდინარე მარიკინა ქალაქ კესონ-სიტისთან დასავლეთ საზღვარს წარმოქმნის. 1986 წელს აგებული ხელოვნური მანგაჰანის არხი სწორედ მარიკინადან ჩღდილო-აღმოსავლეთით გაედინება.
პასაიგში მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი მაისში იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. წვიმების სეზონის პიკი აგვისტოშია. ნალექების მაქსიმუმი ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის. ნალექები საშუალო წლიური რაოდენობა 2014.8 მმ-ია. ყველაზე ნალექიანი თვე ივლისია (420 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი — აპრილი (26.9 მმ). უმაღლესი ტემპერატურა აპრილსა და მაისშია (34 გრადუსი ცელსიუსი), ხოლო ყველაზე დაბალი — იანვარსა და თებერვალში (24 გრადუსი ცელსიუსი).
გეოგრაფიული მდებარეობის გამო ფილიპინები აზიის ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ხშირი ტაიფუნები ატყდება თავს. ის „ტაიფუნების ჯაჭვის“ ფარგლებშია მოქცეული. ჩვეულებრივ, ტაიფუნების სეზონი ივნისში იწყება და ნოემბერში მთავრდება, თუმცა ტაიფუნები წელიწადის სხვა დროსაც ხდება ხოლმე.
პასიგის მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. ამიტომაც პასიგის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი ეროვნული დედაქალაქის მთლიან წილში გაიზარდა. მოსახლეობის ამტების მაჩვენებელი 1960 წლისთვის 3% იყო, 1980 წლისთვის — 4.5%, ხოლო 2015 წლისთვის —— 6%. სავარაუდოდ 2025-2030 წლებში პასიგის მოსახლეობა მილიონს გადააჭარბებს.[7]
2003 წელს რომის პაპ იოანე-პავლე II-ის ხელმძღვანელობით პასიგის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქია დაარსდა, როგორც ფილიპინებში რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქია. პასიგი ფილიპინების პრესვიტერიანული ეკლესიის მთავარი ქალაქია.[8]
პასიგს ქალაქის მერი, ვიცე-მერი და ქალაქის საბჭო მართავს. მერი აღმასრულებელი შტოს, ხოლო ქალაქის საბჭო საკანონმდებლო შტოს წარმომადგენელია. ვიცე-მერი დროებითი ვაკანსიის დროს მერის უფლებამოსილებების განხორციელებელის გარდა საკანონმდებლო შტოს თავმჯდომარის ფუნქციას ითავსებს.[9]
პასიგი ჰინდიდან წარმოდგება და წყლის ორი ნაკადის დამაკავშირებელ წყალსატევს ნიშნავს. ქვედა მარცხენა ნაწილში პასიგის საკათედრო ტაძარია გამოსახული, პასიგის ეპარქიის მთავარი ტაძარი. ქვედა მარჯვენა ნაწილში გამოსახული ქარხანა ქალაქის კეთილდღეობისა და პროგრესის სიმბოლოა.
პასიგი პოლიტიკურად 30 ბარანგაიდ იყოფა.[10] ქალაქის საბჭოს წარმომადგენლობის მიზნით ბარანგაები ორ რაიონში ერთიანდება.[11] პირველი რაიონი სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებს მოიცავს, ხოლო მეორე — ქალაქის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს. ბარანგაებს შორის 27 მდინარე პასიგის ჩრდილოეთ ნაწილში, მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, ხოლო 3 (ბუტინგი, სან-ხოაკინი და კალავაანი) მდინარის სამხრეთ ნაწილში, მარცხენა სანაპიროზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.