![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/24/Nekropolis_von_Pantalica.jpg/640px-Nekropolis_von_Pantalica.jpg&w=640&q=50)
პანტალიკას ნეკროპოლისი
From Wikipedia, the free encyclopedia
პანტალიკას ნეკროპოლისი — ფართო ნეკროპოლისი სიცილიაში, რომელიც იბლეის მთებში მდებარე 5000-მდე სამარხს მოიცავს. თარიღდება ძვ. წ. XIII-VII საუკუნეებით. მდებარეობს მდინარე ანაპოსა და კალჩინარის ხეობაში, ქალაქ ფერლასა და სორტინოს შორის, სიცილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ნეკროპოლის შემქმნელები სიკულები იყვნენ, ხალხი, რომელიც სიცილიაზე გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში დასახლდნენ.
სწრაფი ფაქტები სირაკუზა და პანტალიკას ნეკროპოლისი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
სირაკუზა და პანტალიკას ნეკროპოლისი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv, vi |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 37°08′00″ ჩ. გ. 14°59′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2005 (29-ე სესია) |
ნომერი | 1200 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ქალაქ სირაკუზასთან ერთად, პანტალიკას ნეკროპოლისი 2005 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.