ატოლი პალმირა (ინგლ. Palmyra Atoll) — დაუსახლებელი ატოლი ფართობით 12 კმ² (ხმელეთი — 3,9 კმ²), რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის ეკვატორულ ზონასთან ახლოს. ატოლი მდებარეობს ჰავაის კუნძულების სამხრეთით ლაინის კუნძულების ჯგუფში. ამერიკის შეერთებული შტატების ინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია (ანუ, ფორმალურად არ შედის აშშ-ის შემადგენლობაში, მაგრამ მისი სამფლობელოა).

სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: ინგლ. Palmyra Atoll, გეოგრაფია ...
ატოლი პალმირა
მშობ. სახელი: ინგლ. Palmyra Atoll
Thumb
ატოლ პალმირას რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 5°53′01″ ჩ. გ. 162°04′42″ დ. გ.
კუნძულთა რაოდენობა 50
მთავარი კუნძული კუპერი
ფართობი 12 კმ²
სანაპიროს სიგრძე 14,5 კმ
უმაღლესი წერტილი 2 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)
Thumb
პალმირა (ატოლი)
დახურვა

გეოგრაფია

Thumb
წყნარი ოკეანის ცენტრალური რაიონის რუკა.
Thumb
ატოლ პალმირას რუკა

მიეკუთვნება ლაინის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილს (რომელთაგან უმრავლესობა შედის კირიბატის შემადგენლობაში). ატოლი შედგება ბრტყელი მომცრო მარჯნული კუნძულებისგან (დაახლოებით 50), რომლებიც ქმნიან ჩაუკეტავ რგოლს და ოკეანის ზედაპირიდან ამოწეულები არიან მაქსიმუმ 2 მეტრით. სანაპირო ზოლის სიგრძეა — 14,5 კმ. კუნძულები გამაგრებულია მარჯნის რიფით, აქვთ რამდენიმე შიდა ლაგუნა. ისინი დაფარულია ხშირი ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეულობით. იზრდება ქოქოსის პალმები და ბალსის ხის ნაირსახეობა (სიმაღლე — 30 მეტრამდე). ატოლზე ასევე ბინადრობენ ზღვის ფრინველები.

კლიმატიეკვატორული, ცხელი, წვიმის დიდი რაოდენობით. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 4445 მმ-ს. წლის საშუალო ტემპერატურაა 30 °C. ბუნებრივი რესურსები — მერქნის მცირე მარაგი.

ისტორია

ატოლი პირველმა დაინახა ამერიკელმა კაპიტანმა ედმუნდ ფანინგმა (ინგლ. Edmund Fanning) 1798 წელს, როდესაც მისი გემი «ბეტსი» გზაში იყო აზიისკენ. პირველად ხალხი ატოლზე გადაჯდა 1802 წლის 7 ნოემბერს. ამ დღეს ამერიკელი კაპიტნის სოულის (ინგლ. Sawle) გემმა «პალმირამ» ატოლთან განიცადა ავარია.

1862 წლის 26 თებერვალს ჰავაის მეფემ — კამეამეა IV-მ, გამოსცა ბრძანება ატოლზე ექსპედიციის შესახებ, კუნძულების მის სამფლობელოში შეყვანის მიზნით. 1862 წლის 15 აპრილს ატოლი პალმირა ანექსირებული იქნა ჰავაის სამეფოს მიერ, ხოლო 1889 წელს — დიდი ბრიტანეთის მიერ. 1898 წელს ჰავაი და ატოლი გადავიდა აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ და 1912 წელს შეუერთდა მას ადმინისტრაციულად. მეორე მსოფლიო ომის დროს ცენტრალური ლაგუნა და მასთან ახლომდებარე მომცრო კუნძულები გამოიყენებოდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ თვითმფრინავების დასაშვებად. ომის შემდეგ რამდენიმე ხანი ატოლზე იწარმოებოდა კოპრა, ხოლო შემდეგ ატოლი გადავიდა კერძო მფლობელობაში. 1959 წელს, როდესაც ჰავაიმ მიიღო შტატის სტატუსი, პალმირა იურიდიულად გამოყვეს ჰავაის შტატიდან და დღეისათვის «ინკორპორირებული» (ანუ აშშ-ის განუყოფელი ნაწილი, რომელზეც მოქმედებს აშშ-ის კონსტიტუცია მთელი მოცულობით) «არაორგანიზებული ტერიტორიაა» (ადგილობრივი თვითმმართველობის არ მქონე და უშუალოდ ვაშინგტონიდან მართვადი) აშშ-ის შემადგენლობაში. დღეისათვის ატოლზე იმყოფება 4-დან 20 კაცამდე აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბუნების შენარჩუნების კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

შენიშვნა

  • დასავლეთ ლაგუნაში ღუზა შეუძლიათ ჩაუშვან ზღვის გემებმა.
  • ატოლის ყველაზე დიდ კუნძულზე არსებობს ნახევრად ბალახდაფარული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, რომელიც გამოდგება მცირე თვითმფრინავების მისაღებად.
  • ავტოგზები, რომლებიც აშენდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ძირითადად დაფარულია ბალახით და უვარგისია.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.