From Wikipedia, the free encyclopedia
ლაინის კუნძულები (ცენტრალური პოლინეზიური სპორადები) (ინგლ. Line Islands) — ჯგუფი 11 მარჯნული ატოლისაგან, რომელთაგან რვა ეკუთვნის კირიბატის რესპუბლიკას, ხოლო სამი — ამერიკის შეერთებული შტატების მიმდებარე მცირე კუნძულებს. მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, ჰავაის კუნძულების სამხრეთით. კუნძულების თანამედროვე სახელი — ლაინი (ინგლისური The Line — „ეკვატორი“) დაკავშირებულია ეკვატორის ორივე მხარეს კუნძულების განლაგებასთან. კირიბატის კუთვნილი კუნძულები მდებარეობენ მსოფლიოს ყველაზე უფრო ადრეულ სასაათო სარტყელში — UTC+14:00: დღე-ღამის დრო (საათები და წუთები) აქ ემთხვევა ჰავაის დროს, მაგრამ გადაწეულია ერთი დღით წინ, ამასთან ოკეანეთის ზოგიერთ კუნძულებთან დროში სხვაობა შეადგენს 25 საათს.
მშობ. სახელი: ინგლ. Line Islands | |
---|---|
ლაინის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 2° ს. გ. 156.5° დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 11 |
მთავარი კუნძული | შობის კუნძული |
ფართობი | 510,16 კმ² |
კირიბატი, აშშ | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 9236 (2010) |
სიმჭიდროვე | 18,10 ად. /კმ² |
შობის კუნძული ყველაზე დიდი ატოლია მსოფლიოში ხმელეთის ფართობის მიხედვით.
ლაინის კუნძულები გეოგრაფიულად იყოფა სამ ქვეჯგუფად — ჩრდილოეთის, ცენტრალურ და სამხრეთ კუნძულებად. ქვემოთ ცხრილში კუნძულები მოყვანილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.
ატოლი/კუნძული/რიფი | კუნძულის ფართობი, კმ² | ლაგუნა, კმ² | მოსახლეობა, ად. (2010) | კოორდინატები | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
ჩრდილოეთ ლაინის კუნძულები | |||||
რიფი კინგმენი | 0,01 | 100 | — | 6°24′ ჩ. გ. 162°24′ დ. გ. | აშშ-ის არაორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორია |
პალმირა | 6,56 | 15 | — | 5°52′ ჩ. გ. 162°06′ დ. გ. | აშშ-ის არაორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორია |
ტერაინა | 9,55 | 2* | 1690 | 4°43′ ჩ. გ. 160°24′ დ. გ. | კირიბატი |
ტაბუაერანი (ფანინგი) | 33,7 | 110 | 1960 | 3°52′ ჩ. გ. 159°22′ დ. გ. | კირიბატი |
შობის კუნძული (კირიტიმატი) | 388,39 | 324 | 5586 | 1°53′ ჩ. გ. 157°24′ დ. გ. | კირიბატი |
ცენტრალური ლაინის კუნძულები | |||||
კუნძული ჯერვისი | 4,45 | — | — | 0°22′ ს. გ. 160°03′ დ. გ. | აშშ-ის არაორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორია |
კუნძული მოლდენი | 39,3 | 13* | — | 4°01′ ს. გ. 154°59′ დ. გ. | კირიბატი |
კუნძული სტარბაკი | 21 | 25 | — | 5°37′ ს. გ. 155°56′ დ. გ. | კირიბატი |
სამხრეთ ლაინის კუნძულები | |||||
ატოლი კაროლაინი | 3,76 | 2,5 | — | 9°57′ ს. გ. 150°13′ დ. გ. | კირიბატი |
ატოლი ვოსტოკი | 0,24 | — | — | 10°06′ ს. გ. 152°25′ დ. გ. | კირიბატი |
კუნძული ფლინტი | 3,2 | — | — | 11°26′ ს. გ. 151°48′ დ. გ. | კირიბატი |
ლაინის კუნძულები | 510,16 | 578 | 9236 | ||
* ვარსკვლავით აღნიშნულია ლაგუნის ფართობი, რომელიც შედის კუნძულის ფართობში, რადგან მათი წყლები, ტიპური ატოლებისგან განსხვავებით, მთლიანად იზოლირებულია ოკეანისგან. |
1888 წელს დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა კუნძულების ანექსია წყნარ ოკეანეში კაბელის ჩასადებად ტაბუაერანის (იმ დროს ფინინგი) გავლით. კაბელი გამოიყენებოდა 1902 წლიდან 1963 წლამდე ერთი ხანმოკლე პერიოდის გამოკლებით 1914 წელს.
1950-იანი წლების დასაწყისში კუნძულებზე კირიტიმატი და მოლდენი ჩატარდა ბირთვული იარაღის გამოცდები.
მხოლოდ სამი კუნძულია დასახლებული, რომელთა საერთო მოსახლეობა 2010 წლის აღწერით შეადგენს 9236 ადამიანს[1], რომელთაგან 5586 ადამიანი ცხოვრობს კირიტიმატიზე, 1960 ტაბუაერანზე და 1690 ტერაინაზე. 1900 წელს ამ სამი ატოლის საერთო მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 300 ადამიანს.
ეკონომიკის ძირითადი დარგებია — თევზჭერა, კოპრის მოპოვება, პურის ხის მოყვანა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.