პალავა
From Wikipedia, the free encyclopedia
პალავა — პალავების სახელმწიფო მდებარეობდა ინდოეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ტამილნადში IV –IX ს.ს. პალავების გვარი ჩნდება III ს. ბოლოს პრაკრიტულ წყაროებში, როგორც სატავაჰანების დინასტიის ვასალები. თანდათანობით მათ შექმნეს საკუთარი სახელმწიფო ანანდადეშა დედაქალაქით კანჩიპურამში.
პალავების სისხლისმიერი ნათესაური კავშირების შესახებ არსებული ცნობები და ქრონოლოგია ძალზედ ურთიერთგამომრიცხავია. დიდი კამათია მათი ეთნიკური წარმომავლობის შესახებაც. რამდენადაც პალავების ქვედა ფენის წარმომადგენლები მიეკუთვნებოდნენ დრავიდულ ტომებს, იმდენად მმართველმა პალავებმა საკმაოდ ადრე მიიღეს თამილური ტრადიციები და კულტურა.
VII ს. მმართველ ნარასიმჰა I პალავების სახელმწიფომ მიაღწია განვითარების ზენიტს. აქედან მიედინებოდა ექსპედიციები სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის კოლონიზაციისათვის, რომლებმაც იმ შორეულ მხარეებში შეიტანეს ჯაინიზმი, ბუდიზმი და ინდუიზმი. განხორციელდა წარმატებული შეჭრა კუნძულ ცეილონზე.
მიუხედავად პალავების ფართო საერთაშორისო კავშირებისა (მმართველ სიმხავიშნუს დედა სავარაუდოდ, ქრისტიანი იყო), მათ ძირითად საფრთხეს წარმოადგენდნენ უახლოესი მეზობლები — თავდაპირველად დასავლეთი ჩალუკია ვატაპიდან, ხოლო შემდეგ ჩოლას დინასტია დაახლ. 880 წელს ჩოლები დაეუფლნენ პალავების მთელ ტერიტორიას, რომელსაც XIII ს.–მდე მართავდნენ.