ჩალუკია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩალუკია — ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული დინასტია, რომლებიც მთავრობდნენ დეკანის სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებში, მდინარეებს კავერისა და ნარმადის ხეობათა შუამდინარეთში. თანამედროვე ინდოეთის შტატის კარნატაკის მიდამოებში VI-XII ს.ს.
ერთმანეთისაგან განსასხვავებლად მიღებულია შემდეგი კლასიფიკაცია:
- ადრეული ჩალუკიები (დაახლ.550—642წ.წ.),
- დასავლეთის ჩალუკიები (დაახლ. 655—753 წ.წ.),
- აღმოსავლეთის ჩალუკიები (დაახლ. 615—1070 წ.წ.),
- გვიანი ჩალუკიები (913—1187).
მათი ძირითადი მოწინააღმდეგეები და არაკეთილმოსურნეები იყვნენ დეკანის დასავლეთში რაშტრაკუტები და დეკანის აღმოსავლეთში პალავები. ჩალუკიას მმართველები ცნობილი არიან ლიტერატურის აყვავებით, დიდი სატაძრო კომპლექსების მშენებლობით პატადაკალის მიდამოებში. პატადაკალის VIII საუკუნის ტაძრები აღიარებულია იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად.