სატავაჰანას დინასტია
From Wikipedia, the free encyclopedia
სატავაჰანები — სამხრეთ ინდური სამეფო დინასტია. ძვ. წ. III საუკუნიდან 450 წლის მანძილზე თანამედროვე შტატ ანდჰრა-პრადეშიდან დეკანის ცენტრალური ოლქების ჩათვლით ტერიტორიების მმათველები. ისინი იყვნენ მმართველები მაურიების დინასტიის დაცემის დროიდან მოყოლებული ახ. წ. III საუკუნეში პალავების სახელმწიფოს შექმნამდე.
აშოკას მეფობის დროს სატავაჰანები იყვნენენ ვასალის მდგომარეობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ მალე, როგორც ჩანს, გამოეყვნენ უკვე შუნგას იმპერიას და სრულ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ძვ. წ. II — ძვ. წ. I საუკუნეებში მათ შეაჩერეს საკების და სხვა ირანულენოვანი ხალხების წინსვლა სამხრეთ ინდოეთში.
ამ დინასტიის კულტურის ისტორიაზე ცოტა რამ არის ცნობილი. სავარაუდოდ, ისინი აღიარენდნენ ბუდიზმს, რასაც მოწმობს სამშენებლო მოღვაწეობა სანჩში — მადჰია-პრადეშის შტატის პატარა სოფელში.