From Wikipedia, the free encyclopedia
ოძისი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცოცხნარის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან 12 კმ.
სოფელი | |
---|---|
ოძისი | |
![]() სოფელი ოძისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცოცხნარა |
კოორდინატები | 42°03′07″ ჩ. გ. 43°33′40″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 850 მ |
მოსახლეობა | 50[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 50 ადამიანი.
ისტორიულად სოფელი ოძისი აბაზაძეთა საგვარეულოს საკუთრება იყო. იგი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1693 წელს შედგენილ სიგელში, რომლის ავტორია ერეკლე I ნაზარალიხანის დედა ელენე. ეს სიგელი გაცემულია ზაალ აბაზაძის სახელზე: „ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და რაც დიდს გიორგი მეფეს აქეთ სხვატა მეფეთა და მეპატრონეთაგან წყალობა გჭირვებოდათ და ან გქონებოდათ: ... ოძისს ჟღენტი და ლიპარიტაშვილი, ნოზაური ვენახი, თქვენთვის გვიბოძებია“. 1715 წელს შედგენილი რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით კი სოფელში ცხოვრობს 29 კომლი. მათი გვარებია: აბაზაძე, ღვარძლაძე, ჟღენტი, სალაყაია, მაჭარაშვილი, სოლოკაძე, ჯორელიშვილი, გვეხიძე, ბრეგვაძე, კომალაძე, ლიპარიტაშვილი, კიკნაძე. სოფელში შემთხვევით აღმოჩენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნივთი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.