ოლეგ სენცოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოლეგ გენადის ძე სენცოვი (უკრ. Олег Геннадійович Сенцов; დ. 13 ივლისი, 1976, სიმფეროპოლი) — უკრაინელი კინორეჟისორი და სცენარისტი.
სწრაფი ფაქტები ოლეგ სენცოვი, დაბადების თარიღი ...
ოლეგ სენცოვი | |
---|---|
| |
დაბადების თარიღი |
13 ივლისი, 1976 სიმფეროპოლი, უკრაინის სსრ |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
დახურვა
დაიბადა ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სიმფეროპოლში, უკრაინის სსრ-ში. 1993-1998 წლებში სწავლობდა კიევის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში. 2008-2009 წლებში გადაიღო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 2011 წელს გამოვიდა მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მოთამაშე“.
აქტიურად მონაწილეობდა 2014 წლის ევრომაიდანის აქციებში, ეხმარებოდა ყირიმში მყოფ უკრაინელ მეომრებს რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიის დროს. მაისში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ოლეგ სენცოვი ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრა[1].