ნოვრუზ მამედოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ნოვრუზ ისმაილ ოღლუ მამედოვი (აზერ. Novruz İsmayıl oğlu Məmmədov; დ. 15 მარტი, 1947, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 21 აპრილიდან 2019 წლის 8 ოქტომბრამდე.
ნოვრუზ მამედოვი | |
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 აპრილი, 2018 – 8 ოქტომბერი, 2019 | |
ვიცე-პრეზიდენტი | მეჰრიბან ალიევა |
პრეზიდენტი | ილჰამ ალიევი |
წინამორბედი | არტურ რასიზადე |
მემკვიდრე | ალი ასადოვი |
აზერბაიჯანის პრეზიდენტის საგარეო საკითხებში მრჩეველი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივნისი, 2017 – 21 აპრილი, 2018 | |
დაბადებული | 15 მარტი, 1947 შიხმახმუდი, ბაბექი, ნახიჩევანი, აზერბაიჯანი |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
ჯილდოები |
ნოვრუზ ისმაილ ოღლუ მამედოვი დაიბადა 1947 წლის 15 მარტს ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნახიჭევანის რაიონის სოფელ შიხმაჰმუდში.
1964 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტის „ევროპული ენების“ ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა ფრანგულ ენას.
1967–1968 წლებში მუშაობდა ალჟირში, 1971–1973 წლებში გვინეაში, 1978–1981 წლებში ისევ ალჟირში მუშაობდა თარჯიმნად.
1991 წელს დაიცვა დისერტაცია და მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი.
1992–1993 წლებში ნოვრუზ მამედოვი მუშაობდა დეკანად აზერბაიჯანის პედაგოგიური უცხო ენების ინსტიტუტში მოსამზადებელ ფაკულტეტზე, 1993–1997 წლებში — ფრანგული ენის ფაკულტეტის დეკანად.
1997 წლის 12 აპრილს დაინიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
1998 წელს, აზერბაიჯანულ-ფრანგულ მეგობრულ ურთიერთობების გაძლიერებისთვის მიღწეული წარმატებისთვის საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დააჯილდოვა ნოვრუზ მამედოვი ღირსების ლეგიონის ორდენით.
2002 წლის იანვარში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
2005 წლის სექტემბრიდან — აზერბაიჯანის ეროვნული კომისიის წევრი იუნესკოში.
2007 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით, ნოვრუზ მამედოვი დაჯილდოვდა ორდენით „შოჰრათ[1]“.
2009 წელს აზერბაიჯანულ-პოლონური ურთიერთობებში შეტანილი ღვაწლისთვის პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ დააჯილდოვა ნოვრუზ მამედოვი მიენიჭა დამსახურების ორდენი პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე.
2017 წლის 13 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით დაჯილდოვდა ორდენით „შარაფი“[2].
2017 წლის 1 ივნისიდან - აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში - განყოფილების უფროსი.
2018 წლის 21 აპრილს აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა დაამტკიცა ნოვრუზ მამედოვის კანდიდატურა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე[3].
2018 წლის 21 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით ნოვრუზ მამედოვი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე[4].
სრულყოფილად ფლობს ფრანგულს, რუსულს, ინგლისურსა და თურქულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.