From Wikipedia, the free encyclopedia
მეჰრიბან არიფის ასული ალიევა (აზერ. Mehriban Arif qızı Əliyeva; დ. 26 აგვისტო, 1964, ბაქო) — მილი მეჯლისის დეპუტატი, აზერბაიჯანის მეოთხე პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე, კეთილი ნების ელჩი იუნესკო-ში, ოიკ-სა და იოგმკს-ში.
მეჰრიბან ალიევა Mehriban Əliyeva | |
ალიევა 2021 წელს | |
აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 21 თებერვალი 2017 |
პრეზიდენტი | ილჰამ ალიევი |
პრემიერ-მინისტრი | არტურ რასიზადე |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 ოქტომბერი 2003 – დღემდე | |
პრეზიდენტი | ილჰამ ალიევი |
წინამორბედი | ზარიფა ალიევა |
დაბადებული | 26 აგვისტო, 1964 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
პოლიტიკური პარტია | ახალი აზერბაიჯანი |
მამა | არიფ ფაშაევი |
დედა | აიდა იმანყულიევა |
მეუღლე | ილჰამ ალიევი |
შვილები | ლეილა ალიევა არზუ ალიევა ჰეიდარ ალიევი |
განათლება | აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი |
რელიგია | ისლამი |
ჯილდოები | |
საიტი | ოფიციალური ვებ-გვერდი |
მეჰრიბან ფაშაევა დაიბადა 1964 წლის 26 აგვისტოს ბაქოში ინტელექტუალების ოჯახში[1][2].
ფაშაევები აზერბაიჯაnში ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე გავლელნიან ოჯახად.
მეჰრიბან ალიევას ბაბუა მამამისის მხრიდან - მირ ჯალალი აზერბაიჯანელი მწერალი და ლიტერატურის მცოდნე იყო. იგი ირანელი აზერბაიჯანელი იყო, რომელიც არდებილში დაიბადა და შემდგომ მამასთან ერთად განჯაში გადავიდა. შემდგომში მირ ჯალალი გახდა ფილოლოგიური მეცნიერების დოქტორი, პროფესორი და მას მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ-ს დამსახურებული მეცნიერის წოდება[3]. ხოლო ბაბუამისი დედის მხრიდან - ნასირ იმანგულიევი იყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტი. იგი იყო გაზეთ „ბაქოს“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი[4].
მეჰრიბან ალიევას მამა - არიფ ფაშაევი საბჭოთა დროს იყო აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის წევრი, ფიზიკისა და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მოგვიანებით იგი გახდა აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის სრულუფლებიანი წევრი და ეროვნული საავიაციო აკადემიის რექტორი. დედამისი აიდა იმანგულიევა გახდა პირველი აზერბაიჯანელი ქალი აღმოსავლეთმცოდნეობის (არაბისტი) მეცნიერების დოქტორი. იგი იყო აზერბაიჯანის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, მიიღო ფილოლოგიის მეცნიერებათა პროფესორისა და დოქტორის წოდება[4].
მეჰრიბან ალიევას და - ნარგიზ ფაშაევა არის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი[5], ფილოსოფიის დოქტორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი[6], აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი; ის არის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაქოს ფილიალის რექტორი.
მეჰრიბან ალიევას ბიძა მამის მხრიდან - ჰაფიზ ფაშაევი ასევე აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის წევრი იყო. შემდგომში გახდა ფიზიკისა და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მოგვიანებით ის 13 წელი აზერბაიჯანში ელჩად მუშაობდა აშშ-ში. ახლა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორია. მისი ვაჟი მირ ჯამალ ფაშაევი მუშაობდა აზერბაიჯანის ეროვნული ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სისტემაში. შემდგომში ის გახდა აზერბაიჯანული ბანკების „ფაშა ბანკისა“ და „კაპიტალ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე[7].
ალიევას მეორე ბიძა - აგილ ფაშაევი მუშაობდა სასტუმრო „Mariott Abşeron“-ის დირექტორად. მისი ვაჟი მირ ჯალალი არის სადაზღვევო კომპანია „ფაშა ჰაიათ სიღორთას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე[8].
1982 წელს მეჰრიბან ალიევამ აქროს მედლით დაამთავრა ბაქოს საშუალო № 23 სკოლა. შემდგომ აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა[9]. მან სწავლა განაგრძო სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც წითელი დიპლომით დაასრულა 1988 წელს[2].
1988 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა თვალის დაავადებების მოსკოვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში[2]. 1995 წელს დააფუძნა და ხელმძღვანელობდა საქველმოქმედო ფონდ „აზერბაიჯანის კულტურის მეგობრები“, ხოლო მომდევნო წელს გახდა კულტურულ-ისტორიული ჟურნალის „აზერბაიჯანის მემკვიდრეობის“ რედაქტორი, რომელიც თვითონ დააარსა. ჟურნალი გამოიცემა აზერბაიჯანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. 1996 წელს აზერბაიჯანული კულტურის ფართო პროპაგანდის მიზნით, მეჰრიბან ალიევამ დაარსდა ჟურნალი „აზერბაიჯანი-ირსი“, რომელიც გამოიცემა სამ ენაზე (აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური).
2002 წელს, მეჰრიბან ალიევა აირჩიეს აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტად. მისი ინიციატივით, საერთაშორისო ტანვარჯიშის ფედერაციამ გადაწყვიტა 2005 წლის მსოფლიო რიტმული ტანვარჯიშის ჩემპიონატის ჩატარება აზერბაიჯანში.
მეჰრიბან ალიევა არის „ჰეიდარ ალიევის ფონდის“ პრეზიდენტი მისი დაარსების დღიდან, 2004 წელი. 2004 წელს იგი იუნესკოს კეთილი ნების ელჩად დაინიშნა ფოლკლორისა და მუსიკალური ტრადიციების მხარდასაჭერის გამო[10]. ამავე წელს აირჩიეს აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 2006 წლის 24 ნოემბერს, ისლამურ სამყაროში განხორციელებული განათლებისა და პროექტების მხარდაჭერისთვის, მეჰრიბან ალიევა დაჯილდოვდა ისესკოს კეთილი ნების ელჩის საპატიო წოდებით[2]. იგი დაინიშნა ბაქოში პირველი ევროპული თამაშების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ 2015 წელს.
მეჰრიბან ალიევამ პირველად 2005 წელს მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ მხრიდან მიიღო მონაწილეობა მილი მეჯლისის დეპუტატის არჩევნებში და გაიმარჯვა. მან ხმების 92% მიიღო[11].
ის იყო ბაქოს საერთაშორისო ფესტივალის „მუღამის სამყაროს“ პრეზიდენტი და შექმნის ინიციატორი[9].
2016 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა, რის შემდეგაც საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდა და შეიქმნა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილება გადაეცემა პირველ ვიცე-პრეზიდენტს და არა პრემიერ-მინისტრს, როგორც მანამდე[12]. 2017 წლის 21 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა[13].
2018 წლის სექტემბერში მეჰრიბან ალიევა ვიცე-პრეზიდენტის რანგში გაემგზავრა იტალიაში ოფიციალური ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შეხვდა რომის პაპს ფრანცისკს[14][15], ასევე იტალიის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტს - მარია ელიზაბეტა ალბერტი კასელატის[16]. გარდა ამისა, ალიევა მონაწილეობდა წმინდა სებასტიანის კატაკომბების გახსნის ცერემონიაზე, რომელიც ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ იქნა რესტავრირებული[17][18].
1983 წელს მეჰრიბან ფაშაევა დაქორწინდა ილჰამ ალიევზე, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ჰეიდარ ალიევის შვილზე. ამ ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს: ორი ქალიშვილი და ვაჟი.
უფროსი ქალიშვილი - ლეილა ალიევა დაიბადა 1984 წელს მოსკოვში; უმცროსი ქალიშვილი - არზუ ალიევა 1989 წელს ბაქოში დაიბადა, ხოლო ვაჟი ჰეიდარ ალიევი 1997 წელს ლონდონში დაიბადა.
2015 წელს ოჯახის წევრებთან ერთად მექაში უმრა (მცირე ჰაჯი) შეასრულა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.