![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/13/An_aerial_view_of_the_towering_volcanic_peak_of_Mt._Nyiragongo.jpg/640px-An_aerial_view_of_the_towering_volcanic_peak_of_Mt._Nyiragongo.jpg&w=640&q=50)
ნიირაგონგო
კონგოს ვულკანი / From Wikipedia, the free encyclopedia
ნიირაგონგო (ფრანგ. Nyiragongo) — მოქმედი ვულკანი ვირუნგის მთების ვულკანთა ჯგუფში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კივუს ტბის ჩრდილოეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 3470 მეტრი. წაკვეთილი კონუსის ფორმისაა, აქვს 1,2 კილომეტრიანი დიამეტრის წრიული კრატერი, რომლის ფსკერზე ცეცხლოვან-თხიერი ლავის ტბაა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე ორი ძველი გვერდითი კრატერია. 1927 წლიდან ნიირაგონგო განუწყვეტლივ აქტიურია.
სწრაფი ფაქტები ნიირაგონგო ...
ნიირაგონგო | |
---|---|
![]() ნიირაგონგო | |
კოორდინატები: 1°31′00″ ს. გ. 29°15′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 3470 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 1443 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 22 მაისი, 2021 – დღემდე |
დახურვა