From Wikipedia, the free encyclopedia
ნენსი ჯეინ მეიერსი (ინგლ. Nancy Jane Meyers; დ. 8 დეკემბერი, 1949, ფილადელფია, პენსილვანიის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი რეჟისორი, მწერალი და პროდუსერი. ცნობილია თავისი ფილმებით რომანტიკული კომედიის ჟანრში, მათ შორის „მახე მშობლებისთვის“ (1998), „შვებულება“ (2006) და „სტაჟიორი“ (2015).
ნენსი მეიერსი | |
---|---|
დაბადების სახელი | ნენსი ჯეინ მეიერსი |
დაბადების თარიღი |
8 დეკემბერი, 1949 ფილადელფია, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები |
ალმა-მატერი | ამერიკული უნივერსიტეტი |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, პროდუსერი |
მეუღლე(ები) | ჩარლზ შიერი (1980-1999) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მეიერსი არის სცენარის ავტორი ფილმისა „საიდუმლო ბენიამინი“ (1980), რომლისთვისაც ის „ოსკარის“ ნომინანტი საუკეთესო სცენარისათვის გახდა.
ნენსი მეიერსი 1949 წელს ფილადელფიაში დაიბადა. იგი ორი ქალიშვილიდან უმცროსი იყო.
12 წლის მოს ჰარტის ავტობიოგრაფიის, „პირველი აქტის“ წაკითხვის შემდეგ, იგი თეატრით დაინტერესდა და ადგილობრივ სპექტაკლებში მონაწილეობის მიღება დაიწყო. 1967 წელს მაიკ ნიკოლსის ფილმი, „კურსდამთავრებული“ ნახა, რამაც სცენარის წერით დაინტერესებისკენ უბიძგა.[1] 1970 წელს დაამთავრა ამერიკული უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის განხრით.
1970 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 22 წლის ასაკში, იგი ლოს-ანჯელესში გადავიდა. რამდენიმე წელი რედაქტორად მუშაობდა, ხოლო 1979 წელს დაწერა თავისი პირველი სცენარი ჩარლზ შიერის ფილმისთვის, სახელწოდებით „საიდუმლო ბენიამინი“. მეიერსი „ოსკარზე“ საუკეთესო სცენარის კატეგორიაში იყო ნომინირებული. ამის შემდეგ მას და შიერს კიდევ რამდენიმე კოლაბორაცია ჰქონდათ. მათ შორისაა ფილმები: „პატარძლის მამა“ (1991) და „პატარძლის მამა 2“ (1995).
1998 წელს შედგა მეიერსის სარეჟისორო დებიუტი ფილმით „მახე მშობლებისთვის“, რომელიც 1961 წლის „დისნეის“ ფილმზე არის დაფუძნებული.
2000 წელს მან თავისი კინოკომპანია, Waverly Films დააარსა.
2006 წელს გამოვიდა მეიერსის მორიგი ფილმი, სახელწოდებით „შვებულება“, რომელშიც მთავარ როლებს კეიტ უინსლეტი და კამერონ დიაზი ასრულებენ. მისი შემდეგი ფილმი იყო 2009 წლის „მარტივი სირთულეები“ განქორწინებულ საცხობის მესაკუთრეზე (მერილ სტრიპი), რომელსაც რომანტიული ურთიერთობა აქვს თავის ყოფილ ქმართან (ალეკ ბოლდუინი). 2015 წელს გამოვიდა „სტაჟიორი“, რომელშიც ენ ჰეთეუეი და რობერტ დე ნირო თამაშობენ.
2017 წელს მეიერსი პროდუსერი იყო ფილმისა „ისევ სახლში“, რომელიც მისი შვილის, ჰეილი მეიერს-შიერის სარეჟისორო დებიუტია. ფილმში მთავარ როლს რიზ უიზერსპუნი ასრულებს.
2020 წლის სექტემბერში ნენსი მეიერმა „პატარძლის მამის“ მესამე ნაწილის შესახებ განაცხადა. პირველი თიზერი 2020 წლის 23 სექტემბერს გამოვიდა. „მინი სიქველის“ სცენარის ავტორი და რეჟისორი ნენსი მეიერსია. ფილმი „Zoom“-ში საოჯახო შეკრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში როლებს ასრულებენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან სტივ მარტინი, დაიან კიტონი, კიმბერლი უილიამს-პისლი, კიერან კალკინი, ჯორჯ ნიუბერნი, მარტინ შორტი, ალექსანდრა შიპი და რობერტ დე ნირო. ფილმი 2020 წლის 25 სექტემბერს გამოვიდა.
1980 წელს ნენსი მეიერსი და ჩარლზ შიერი რომში დაქორწინდნენ. ისინი 1976 წლიდან ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.[2] შეეძინათ ორი ქალიშვილი, ენ მეიერს-შიერი და ჰეილი მეიერს-შიერი. 1999 წელს ისინი განქორწინდნენ.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1979 | ფ | „საიდუმლო ბენიამინი“ | Private Benjamin | სცენარისტი, პროდუსერი |
1984 | ფ | „შეუთავსებელი წინააღმდეგობანი“ | Irreconcilable Differences | აღმასრულებელი პროდუსერი, სცენარისტი |
1984 | ფ | „პროტოკოლი“ | Protocol | სცენარისტი |
1987 | ფ | „ბეიბი ბუმი“ | Baby Boom | პროდუსერი, სცენარისტი |
1991 | ფ | „პატარძლის მამა“ | Father of the Bride | პროდუსერი, სცენარისტი |
1992 | ფ | „ერთხელ კანონის დარღვევა“ | Once Upon a Crime | სცენარისტი |
1994 | ფ | „მე მიყვარს უსიამოვნებები“ | I Love Trouble | პროდუსერი, სცენარისტი |
1995 | ფ | „პატარძლის მამა 2“ | Father of the Bride Part II | პროდუსერი, სცენარისტი |
1998 | ფ | „მახე მშობლებისთვის“ | The Parent Trap | რეჟისორი, სცენარისტი |
2000 | ფ | „რა სურთ ქალებს“ | What Women Want | პროდუსერი, სცენარისტი, რეჟისორი |
2003 | ფ | „სიყვარული წესების გარეშე“ | Something's Gotta Give | რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი |
2006 | ფ | „შვებულება“ | The Holiday | პროდუსერი, სცენარისტი, რეჟისორი |
2009 | ფ | „მარტივი სირთულეები“ | It's Complicated | რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი |
2015 | ფ | „სტაჟიორი“ | The Intern | პროდუსერი, სცენარისტი, რეჟისორი |
2017 | ფ | „ისევ სახლში“ | Home Again | პროდუსერი |
2020 | ფ | „პატარძლის მამა 3“ | Father of the Bride, Part 3(ish) | რეჟისორი, სცენარისტი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.