ნეირომეცნიერი (იგივე ნეირობიოლოგი) — მეცნიერი, რომელიც ბიოლოგიის განშტოების, ნეირომეცნიერებაშია სპეციალიზებული.[1] საკვლევი სფერო მოიცავს ფიზიოლოგიას, ბიოქიმიას, ანატომიასა და ნეირონებისა და ნერვული ცირკულირების მოლეკულურ ბიოლოგიას, განსაკუთრებით ქცევასთან და დასწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს.[2]

Thumb
კამილო გოლჯი, (1843–1926), იტალიელი ბიოლოგი, პათოლოგი და ნეირომეცნიერი

ნეირომეცნიერები ძირითადად მკვლევრებად მუშაობენ კოლეჯებში, უნივერსიტეტებში, სამთავრობო სააგენტოებსა დაკერძო სამრეწველო დაწესებულებებში.[3] კვლევაზე ორიენტირებული კარიერის განმავლობაში ნეირომეცნიერები ნერვული სისტემისა და მისი ფუნქციების შესასწავლად სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებენ. ნეირომეცნიერები ჩართული არიან როგორც ძირითად, ისე გამოყენებით კვლევებში. ძირითადი კვლევებით ნერვული სისტემის შესახებ არსებული ინფორმაციის განვრცობა ხდება, ხოლო გამოყენებითი კვლევები კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული, როგორიცაა ნეიროლოგიური დარღვევების მკურნალობის განვითარება. ბიომედიცინაზე ორიენტირებული ნეირომეცნიერები ძირითადად გამოყენებითი კვლევებით არიან დაკავებული. გარდა კვლევითი მოღვაწეობისა, ნეირომეცნიერებს კარიერის განვითარების შესაძლებლობა მრეწველობაში, სამეცნიერო მწერლობაში, სამთავრობო პროგრამულ მენეჯმენტში, სამეცნიერო ადვოკატირებასა და განათლების სფეროშიც აქვთ.[4] ნეირომეცნიერთა უმრავლესობა დოქტორის ხარისხს ფლობს, თუმცა ნაწილს შეიძლება მხოლოდ მაგისტრის წოდება ჰქონდეს. ნეირომეცნიერთა დღე 13 აგვისტოს აღინიშნება.[5]

მიმოხილვა

ნეირომეცნიერები უმთავრესად ნერვული სისტემის კვლევასა და შესწავლაზე არიან ორიენტირებული.ნერვული სისტემა ტვინის, ზურგის ტვინისა და ნერვული უჯრედებისგან შედგება. ნერვული სისტემის შესწავლა შეიძლება ფოკუსირებული იყოს იონური არხების შესწავლაზე ან სისტემურ დონეზე, როგორიცაა ქცევითი და შემეცნებითი კვლევები. ნერვული სისტემის კვლევების ძირითადი ნაწილი იმ დაავადებათა შესწავლაზეა ორიენტირებული, რომლებიც ნერვულ სისტემაზე ახდენენ გავლენას, როგორიცაა მრავალჯერადი სკლეროზი, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება დაამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. კვლევები ჩვეულებრივ კერძო, სამთავრობო ან საჯარო კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარეობს.[6]

ნეირომეცნიერები შეისწავლიან ნერვული სისტემის როგორც ბიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ ასპექტებს.[7] პოსტ-დოქტორული პროგრამების დასრულების შემდეგ ნეირომეცნიერთა 39% კვლევებს აგრძელებს, ხოლო 36% აკადემიურ თანამდებობებს იკავებს.[8] ნეირომეცნიერები იყენებენ მათემატიკურ მეთოდებს, კომპიუტერულ პროგრამებს, ბიოქიმიურ მიღწევებსა და გამოსახულებით ტექნიკებს, როგორიცაა მაგნიტური რეზონანსული გამოსახულება, კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია და დიფუზიური მაგნიტური რეზონანსული გამოსახულება.[9] გამოსახულებები ნეირომეცნიერებს ტვინის ფიზიკური ცვილებებსა და სიგნალებზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევთ.

ისტორია

ტვინის შესახებ ჩუძველესი ჩანაწერები ძველ ეგვიპტეში გვხვდება. ტვინის პირველი აღწერილობა ძვ.წ. 3000 წელს გვხვდება და ტვინის დაზიანებების სპეციფიკური სიმპტომების განსზაზღვრას ისახავდა მიზნად. ეგვიპტელთა ჩანაწერების უმრავლესობა სპირიტუალური ხასიათისაა. მსგავსი შეხედულებები გვხვდება XVII საუკუნის ევროპაშიც.[10]

პლატონი თვლიდა, რომ ტვინი გონებრივი პროცესების ლოკუსი იყო. არისტოტელეს სჯეროდა, რომ გონებრივი პროცესების წყარო გული იყო, ხოლო გონება გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამაგრილებელ სისტემას წარმოადგენდა.[11]

გალენოსი

შუა საუკუნეებში ადამიანის ანატომიაზედიდი გავლენა იქონია გალენოსის კვლევებმა. გალენოსმა თავის ტვინის შვიდი ნერვის ფუნქციები აღწერა და ზურგის ტვინის საფუძვლიანი განმარტებები ჩამოაყალიბა. გალენოსის აზრით, სენსორული შეგრძნებები ტვინის შუა ნაწილიდან წარმოიქნებოდა, ხოლო მოტორული შეგრძნებები ტვინის წინა ნაწილიდან. გალენოსმა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევებისა და ამ დარღვევების ხელშემწყობი მიზეზების რამდენიმე იდეა განავითარა. ნეირომეცნიერებაზე გალენოსის დაკვირვებები მრავალი წლის მანძილზე შეუცვლელი იყო.[12]

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.