From Wikipedia, the free encyclopedia
ბიოქიმია სწავლობს, თუ რა ადგილი უკავია ქიმიურ პროცესებს ცოცხალ ორგანიზმში და მათი ქიმიური კომპონენტების სტრუქტურის ფუნქციონირებას. როგორიცაა: ცილები, ლიპიდები, ნუკლეინის მჟავა, ნახშირწყალი და სხვა ბიომოლეკულები
ბიომოლეკულების გრძელ რიგში. ბევრი მათგანი არის კომპლექტი და დიდი მოლეკულა(მათ პოლიმერებს უწოდებენ) , რომლებიც წარმოდგენილია მსგავსი განმეორებადი ერთეულებით(მათ მონომერებს უწოდებენ) .თითოეულ პოლიმერის კლასს გააჩნია განსხვავებული კომპონენტი მაგ: ცილა არის პოლიმერი, რომლის კომპონენტები წარმოდგენილია 20 ან მეტი ამინომჟავით
ვრცლად არის აღწერილი უჯრედის მეტაბოლიზმის და ენდოკრინული სისტემის ბიოქიმია. ბიოქიმიის სხვა ასპექტი მოიცავს გენეტიკიტ კოდს (დნმ, რნმ), ცილის უჯრედის მემბრანის ტრანსპორტს და სიგნალის გადაცემას.
ნახშირწყალი შედგება მონომერებისგან რომლებსაც მონოსაქარიდი ეწოდება. ზოგიერთი მონოსაქარიდი შედის გლუკოზის(C6H12O6),ფრუქტოზის(C6H12O6) და დეოქსირიბოზის შემადგენლობაში. როცა ორი მონოსაქარიდი განიცდის დეჰიდრატაციის სინთეზს, ჰიდროქსილის ჯგუფის ორი მონოსაქარიდიდან წყდება ორი ატომი წყალბადი, ერთი ატომი ჟანგბადი და წარმოიქმნება წყალი.
ლიპდები ჩვეულებრივ შედგენილია ერთი მოლეკულა გლიცეროლის სხვა მოლეკულასთან კომბინაციით. ტრიგლიცერიდში მთავარი მძიმე ლიპიდების ჯგუფია. აქ არის ერთი გლიცეროლის და სამი ცხიმოვანი მჯავის მოლეკულა. ამ შემთხვევაში ცხიმოვანი მჯავები განხილულია როგორც მონომერი. იგი შეიძლება იყოს ან გაჯერებული, ან გაუჯერებელი
ლიპიდები, განსაკუთრებით კი ფოსფოლიპიდები გამოიყენება სხვადასხვა ფარმაცევტულ პროდუქტში. როგორც გასახსნელად ასევე წამლის გადამტან კომპონენტად.
პროტეინები არის ძალიან დიდი მოლეკულები – მაკრო–ბიოპოლიმერი–რომლების იმ მონომერებისგან იქმნება, რომლებსაც ამინომჟავებს უწოდებენ. არსებობს 20 სტანდარტული ამინომჟავა, თითოეული უკავშირდება კარბოქსილის, ამინო ჯგუფს და გვერდით ჯაჭვს (ცნობილია როგორ "R"ჯგუფი). "R" ჯგუფი გარდაქმნის თითოეულ ამინოჟავას განსხვავებულად , ახდენს გვერდით ჯაჭვზე მნიშვნელოვან ზეგავლენას და ცილას განსაზღვრულ(განსაკუთრეულ) სამგანზომილებიან კონფორმაციას ანიჭებს.
ნუკლეინის მჟავის მოლეკულები ქმნის დნმს, იგი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელსაც ყოველი უჯრედული ორგანიზმი გენური ინფორმაციის საწყობად იყენებს. ყველაზე ცნობილი ნუკლეინის მჟავა არის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა და რიბონუკლეინის მჟავა მათ მონომერებს ნუკლეოტიდებს უწოდებენ. ყველაზე ცნობილი ნუცლეოტიდები არიან ადენინი, ციტოზინი, გუანინი, თიმინი და ურაცილი... ადენინი უკავშირდება თიმინს და ურაცილს, თიმინი კი უკავშირდება მხოლოდ ადენინს, ხოლო ციტოზინს და გუანინს მხოლოდ ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.