რიბონუკლეინის მჟავა

From Wikipedia, the free encyclopedia

რიბონუკლეინის მჟავა

რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) — პოლინუკლეოტიდი. დნმ-ისგან განსხვავებით მისი მოლეკულა ერთჯაჭვიანია. რნმ მონაწილეობს ცილის ბიოსინთეზში.

Thumb
რნმ

უჯრედში არის რამდენიმე სახის რნმ. პირველი სახის — რნმ-სატრანსპორტოა (ტ-რნმ). ზომების მიხედვით ეს ყველაზე პატარა რნმ-ა. ის აკავშირებს ამინომჟავებს და გადააქვს ცილის სინთეზის ადგილზე. მეორე სახის — რნმ ინფორმაციულია (ი-რნმ). ზომების მიხედვით 10-ჯერ დიდია ტ-რნმ-ზე. მისი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ინფორმაცია სტრუქტურის შესახებ გადაიტანოს დნმ-დან ცილის სინთეზის ადგილზე. მესამე სახეა — რიბოსომული რნმ (რ-რნმ). მას აქვს ყველაზე დიდი მოლეკულები და შედის რიბოსომის შემადგენლობაში.

სტრუქტურა

რიბონუკლეინის მჟავის ყოველი ნუკლეოტიდი შეიცავს საქარიდ რიბოზას, ფოსფორმჟავას ნაშთს და ერთ-ერთ აზოტოვან ფუძესადენინი (A), გუანინი (G), ციტოზინი (C), ან ურაცილი (U).

Thumb Thumb Thumb Thumb Thumb Thumb
ადენინი გუანინი ციტოზინი ურაცილი ნუკლეოტიდი ციტოზინით ნუკლეოტიდი ურაცილით

იხილეთ აგრეთვე

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.