![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/Camillo_Golgi_2.jpg/640px-Camillo_Golgi_2.jpg&w=640&q=50)
ნეირომეცნიერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეირომეცნიერი (იგივე ნეირობიოლოგი) — მეცნიერი, რომელიც ბიოლოგიის განშტოების, ნეირომეცნიერებაშია სპეციალიზებული.[1] საკვლევი სფერო მოიცავს ფიზიოლოგიას, ბიოქიმიას, ანატომიასა და ნეირონებისა და ნერვული ცირკულირების მოლეკულურ ბიოლოგიას, განსაკუთრებით ქცევასთან და დასწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს.[2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/Camillo_Golgi_2.jpg/640px-Camillo_Golgi_2.jpg)
ნეირომეცნიერები ძირითადად მკვლევრებად მუშაობენ კოლეჯებში, უნივერსიტეტებში, სამთავრობო სააგენტოებსა დაკერძო სამრეწველო დაწესებულებებში.[3] კვლევაზე ორიენტირებული კარიერის განმავლობაში ნეირომეცნიერები ნერვული სისტემისა და მისი ფუნქციების შესასწავლად სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებენ. ნეირომეცნიერები ჩართული არიან როგორც ძირითად, ისე გამოყენებით კვლევებში. ძირითადი კვლევებით ნერვული სისტემის შესახებ არსებული ინფორმაციის განვრცობა ხდება, ხოლო გამოყენებითი კვლევები კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული, როგორიცაა ნეიროლოგიური დარღვევების მკურნალობის განვითარება. ბიომედიცინაზე ორიენტირებული ნეირომეცნიერები ძირითადად გამოყენებითი კვლევებით არიან დაკავებული. გარდა კვლევითი მოღვაწეობისა, ნეირომეცნიერებს კარიერის განვითარების შესაძლებლობა მრეწველობაში, სამეცნიერო მწერლობაში, სამთავრობო პროგრამულ მენეჯმენტში, სამეცნიერო ადვოკატირებასა და განათლების სფეროშიც აქვთ.[4] ნეირომეცნიერთა უმრავლესობა დოქტორის ხარისხს ფლობს, თუმცა ნაწილს შეიძლება მხოლოდ მაგისტრის წოდება ჰქონდეს. ნეირომეცნიერთა დღე 13 აგვისტოს აღინიშნება.[5]