ნაიფ ჰავატმე
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაიფ ჰავატმე (არაბ. نايف حواتمة; ინგლ. Nayef Hawatmeh) — იორდანელი რადიკალი პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა პალესტინის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იასირ არაფატის ერთ-ერთი თანამოაზრე. იორდანიაში, ლიბანში, ერაყში, სამხრეთ იემენსა და პალესტინაში შეიარაღებული ბრძოლების იდეოლოგი, ორგანიზატორი და მონაწილე. 1969 წლიდან პალესტინის განთავისუფლების დემოკრატიული ფრონტის (DFLP) მუდმივი გენერალური მდივანი. 1999 წელს პალესტინის განთავისუფლების დემოკრატიული ფრონტი, რომლის ხელმძღვანელი გახლდათ ნაიფ ჰავატმე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერომ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღეს.[1][2]
ნაიფ ჰავატმე არაბ. نايف حواتمة | |
---|---|
ნაიფ ჰავატმე - 2018 წ. | |
დაბადების თარიღი |
17 ნოემბერი, 2018 (86 წლის) ეს-სალტი, იორდანია |
მოქალაქეობა | იორდანია |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
პარტია | პალესტინის გათავისუფლების ეროვნული ფრონტი |
ჰავატმე მხარს უჭერს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას 1967 წლის 4 ივნისის საზღვრებში, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში. ახალგაზრდობაში მაოიზმის გავლენის ქვეშ მოექცა, მომწიფებულ ასაკში ჰავატმე ცნობილი გახდა, როგორც მარქსიზმის იდეების მიმდევარი. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში პოლიტიკოსი პალესტინის საზოგადოების უღარიბესი ფენების უფლებებისთვის იბრძვის. ჰავატმე პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობისა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენების შესახებ გამოქვეყნებული მრავალი ისტორიული და თეორიული ნაშრომის ავტორია, რომლებიც სხვადასხვა ენაზე გამოიცა სხვადასხვა ქვეყანაში.
ამჟამად ცხოვრობს სირიაში.