ნაგა (სამხრეთი კამარინესი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაგა (ოფიციალურად ქალაქი ნაგა; ტაგ: Lungsod ng Naga; ესპ. Ciudad de Naga) — მეორე კლასის დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი სამხრეთ კამარინესის პროვინციაში, ფილიპინებში. იგი ქვეყნის მესამე უძველესი სამეფო ქალაქია.[2] 2015 წლის აღწერით ნაგის მოსახლეობა 196 003 ადამიანს ითვლის.
ნაგა | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 13°37′28″ ჩ. გ. 123°11′11″ ა. გ. |
ფართობი | 84.48 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 66 მეტრი |
მოსახლეობა | 209 170 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 54 |
საფოსტო ინდექსი | 4400 |
ოფიციალური საიტი | http://naga.gov.ph/ |
ქალაქი 1575 წელს ესპანელი გენერალ-გუბერნატორის, ფრანცისკო დე სანდეს ხელმძღვანელობით დაარსდა. ნაგა ესპანეთის სოტ-ინდოეთში მესამე ესპანური სამეფო ქალაქი იყო ილოილოსა და მანილის შემდეგ.
გეოგრაფიული და სტატისტიკური მიზნით ნაგა სამხრეთ კამარინესის შემადგენლობაში შედიც, თუმცა ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება. ნაგა ბიკოლის რეგიონის სავაჭრო,[3][4] ბიზნეს,[4] რელიგიური, კულტურული, ინდუსტრიული, კომერციული,[5] სამედიცინო,[6][7] საგანმანათლებლო[5][8] და ფინანსური ცენტრია.[9][10][11][12]
ნაგას „ბიკოლის სადედოფლო ქალაქს“[13] და „ბიკოლის გულს“[14][15] უწოდებენ ბიკოლის ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობის გამო. ნაგას „პილიგრიმების ქალაქსაც“ უწოდებენ და რომის კათოლიკური ეკლესიის კასერესის არქიეპარქიის დაქვემდებარებაშია. ნიკ ხოაკინი „მზის შვიდი ოქროს ქალაქიდან ერთ-ერთად“ მიიჩნევს.[16]
ფილიპინებში ამავე სახელელწოდების კიდევ ერთი ქალაქი სებუში მდებარეობს.