ბიკოლის რეგიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიკოლი (ასევე ცნობილი, როგორც ბიკოლის რეგიონი) — ფილიპინების ადმინსიტრაციული რეგიონი, იგივე რეგიონი V. იგი შედგება ექვსი პროვინციისგან: ოთხი მათგანი ბიკოლის ნახევარკუნძულზე მდებარეობს (ლუსონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ბოლო) - ალბაი, ჩრდილოეთი კამარინესი, სამხრეთი კამარინესი და სორსოგონი, ხოლო ორი მათგანი ხმელეთიდან მოშორებით, კუნძულებს მოიცავს - კატანდუანესი და მასბატე.[2]
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, ადმ. ცენტრი ...
ბიკოლის რეგიონი | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
ადმ. ცენტრი | ლეგასპი | |
შიდა დაყოფა | ალბაი (ფილიპინები), ჩრდილოეთი კამარინესი, სამხრეთი კამარინესი, კატანდუანესი, მასბატეს პროვინცია და სორსოგონი (პროვინცია) | |
კოორდინატები | 13°30′00″ ჩ. გ. 123°20′00″ ა. გ. | |
ფართობი | 18155.82 კმ² | |
მოსახლეობა | 6 082 165 (1 მაისი, 2020)[1] | |
| ||
დახურვა
რეგიონის ცენტრი და უდიდესი ქალაქი ლეგასპია.[3] რეგიონს ჩრდილოეთით ლამონის ყურე ესაზღვრება, აღმოსავლეთით - ფილიპინების ზღვა, დასავლეთით სიბუიანის ზღვა და რაგაის ყურე. უკიდურესი ჩრდილოეთი პროვინციები: ჩრდილოეთი კამარინესი და სამხრეთი კამარინესი დასავლეთიდან კესონის პროვინციას ესაზღვრებიან.