სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
მურყმელი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში (სოფლები: ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში, ჩვიბიანი).
სოფელი | |
---|---|
მურყმელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | უშგული |
კოორდინატები | 42°54′49″ ჩ. გ. 42°59′55″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2040 მ |
მოსახლეობა | 38[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მურყმელი მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე, ჩაჟაშიდან 1 კმ., მესტიიდან 48 კმ.
მურყმელი სვანურად ნიშნავს კოშკების სოფელს (მურყვამ „კოშკი“). გასული საუკუნის 80-იან წლებში სოფელში 80-მდე სვანური საბრძოლო კოშკი იდგა, ამჟამად შემორჩენილია 10-მდე კოშკი. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 38 ადამიანი.
სოფელში დგას ორი ეკლესია.
XI საუკუნით დათარიღებული მურყმელის მაცხოვრის ეკლესია ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. ეკლესიის კედლებზე ჩანს ფრესკების არსებობის კვალი. ეკლესიაში შენახულია აშენების დროინდელი ანალოღია. სამრეკლოზე ჰკიდია XIX საუკუნის ზარი რუსული წარწერით.
შუა საუკუნეების წმინდა ბარბარეს ეკლესია დგას სოფლის განაპირას. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, საიდანაც მიშენებული აქვს დამხმარე სათავსო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.