![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/68/Chad_location_map.svg/langka-640px-Chad_location_map.svg.png&w=640&q=50)
მუნდუ
From Wikipedia, the free encyclopedia
მუნდუ (ფრანგ. Moundou, არაბ. ماوندو) — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ჩადის მეორე ქალაქი, დასავლეთი ლოგონის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2009 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 137 251 ადამიანს.[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3a/Moundou.jpg/270px-Moundou.jpg)
ქალაქი | |
---|---|
მუნდუ ფრანგ. Moundou არაბ. ماوندو | |
ფაილი:Circle in Moundou.jpg | |
ქვეყანა |
![]() |
რეგიონი | დასავლეთი ლოგონიდასავლეთი ლოგონის რეგიონი|დასავლეთი ლოგონი |
კოორდინატები | 8°34′00″ ჩ. გ. 16°05′00″ ა. გ. |
დაარსდა | 8 ნოემბერი, 1923 |
ცენტრის სიმაღლე | 413 მ |
მოსახლეობა | 137 251 კაცი (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ქალაქი მდებარეობს მდინარე ლოგონის ნაპირზე, დაახლოებით 480 კმ-ით სამხრეთით ჩადის დედაქალაქ ნჯამენიდან, ზღვის დონიდან 413 მეტრ სიმაღლეზე[2]. ნგამბაის ხალხის ძირითადი ქალაქი. დღეისათვის მუნდუ სამრეწველო ქალაქია, სადაც განვითარებულია ლუდის წარმოება, ბამბის გადამუშავება და ნავთობის ინდუსტრია. მოქმედებს აეროპორტი ასფალტირებული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით.
მუნდუ მდებარეობს სამხრეთ ჩადის ერთ-ერთ მთავარ ავტომაგისტრალზე. ტრასა მიემართება ლერედან კამერუნის სახელმწიფო საზღვარზე, დასახლებული პუნქტების — პალას, კელოს, მუნდუს, დობას, კუმრას და სარჰის გავლით.